გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
დავით ქართველიშვილი: იმედია, ამჯერად ალიევის ვიზიტი სწორედ სამშვიდობო რეგიონალური პროექტებისა და სამხრეთ კავკასიის საერთაშორისო ეკონომიკურ პროცესებში ახალი პერსპექტივების განხილვასთან იქნება დაკავშირებული

24-10-2022

,,დღეს, სწორედ სამხრეთ კავკასიაში ფორმირდება ძირითადი საერთაშორისო სატრანზიტო ჰაბი, რომელმაც აზერბაიჯანის, სომხეთისა და საქართველოს ეკონომიკების განვითარებას დამატებითი სტიმული უნდა შესძინოს. ამავდროულად არც ერთი დღით არ შეჩერებულა საქართველოში წითელი ხიდის შავი ზღვის ნავსადგურებთან დამაკავშირებელი მაგისტრალის მშენებლობა,’’ - ასე ეხმიანება ,,ხალხის ძალის’’ წევრი დავით ქართველიშვილი ილჰამ ალიევის საქართველოში ვიზიტს.

 

ქართველიშვილი იმედს გამოთქვამს, რომ ალიევის ვიზიტი დაკავშირებული იქნება სწორედ სამშვიდობო რეგიონალური პროექტებისა და სამხრეთ კავკასიის საერთაშორისო ეკონომიკურ პროცესებში ახალი პერსპექტივების განხილვასთან.

 

,,აზერბაიჯანი და ირანი საკუთარ სასაზღვრო ზონაში შეუდგნენ საავტომობილო ხიდების მშენებლობას, რომლებმაც უნდა უზრუნველყონ ბაქოსა და ნახიჩევანის უმოკლესი მარშრუტით დაკავშირებას - სამშენებლო სამუშაოები უნდა დასრულდეს 2024 წლისთვის. დღეს სწორედ სამხრეთ კავკასიაში ფორმირდება ძირითადი საერთაშორისო სატრანზიტო ჰაბი, რომელმაც აზერბაიჯანის, სომხეთისა და საქართველოს ეკონომიკების განვითარებას დამატებითი სტიმული უნდა შესძინოს.

 

ამავდროულად არც ერთი დღით არ შეჩერებულა საქართველოში წითელი ხიდის შავი ზღვის ნავსადგურებთან დამაკავშირებელი მაგისტრალის მშენებლობა... მე არ ვიცი ზუსტად, რა კონკრეტული პროგრამით ეწვევა დღეს თბილისს აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი, მაგრამ ნიშანდობლივია, რომ მოქმედი ხელისუფლების პერიოდში, ეს მისი უკვე მესამე ვიზიტია საქართველოში და სამივეჯერ მისი მასპინძელი - პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი იყო, რომელმაც ბოლო წლის განმავლობაში მყარად მოირგო სომხეთ-აზერბაიჯანის ურთიერთობებში მედიატორის ფუნქცია და მთავარი როლი ითამაშა ქვეყნებს შორის სამხედრო ტყვეებითა და დანაღმული ტერიტორიების რუკებით გაცვლის პროცესებში. იმედია, ამჯერად ალიევის ვიზიტი სწორედ რომ სამშვიდობო რეგიონალური პროექტებისა და სამხრეთ კავკასიის საერთაშორისო ეკონომიკურ პროცესებში ახალი პერსპექტივების განხილვასთან იქნება დაკავშირებული. ხოლო რეგიონში მშვიდობის შენარჩუნებისთვის საქართველოს პრემიერ-მინისტრის წვლილი - ფასდაუდებელია,’’ - წერს ქართველიშვილი.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930