გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
რაჭა-ლეჩხუმში გასტრო ტური გაიმართა

25-10-2022

საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებითა და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) მხარდაჭერით რაჭა-ლეჩხუმში გასტრონომიულ ტური გაიმართა.


ტურ-ოპერატორების, ჟურნალისტებისა და ფოტოგრაფებისგან შემდგარი 20 კაციანი ჯგუფი ამბროლაურისა და ცაგერის მუნიციპალიტეტებს ეწვია.


ტურის მონაწილეებმა ჭრებალო და  ღვირიში მოინახულეს. ჯგუფის წევრები ეწვივნენ ღვინის ქარხანას, სადაც რაჭული ღვინის დეგუსტაცია გაიმართა. ტურის ფარგლებში მოეწყო ადგილობრივი კერძების მასტერკლასი.


ტურ-ოპერატორებმა და მედიის წარმომადგენლებმა საოჯახო ეთნო მუზეუმი დაათვალიერეს, მოინახულეს ღვირიშის ჩანჩქერი.


გასტრო ტურის  მიზანია  ადგილობრივი სამზარეულოს წარმოჩინება, ადგილობრივი მეწარმეების/ოჯახების ხელშეწყობა, შიდა და საერთაშორისო მოგზაურთა ნაკადის გაზრდა რეგიონში, აგრეთვე „გემო-ფესტისთვის“ მომზადებული ტურისტული ინფრასტრუქტურის, საოჯახო სასტუმროებისა და კვების ობიექტების პოპულარიზაციაა.


ტურიზმის ეროვნულიადმინისტრაციის ორგანიზებით,გასტროტურიზმის ხელშეწყობის მიზნით, პირველად რაჭაში, აგვისტოში „გემოფესტი“ გაიმართა. პროექტის ფარგლებში ფესტივალი სხვა რეგიონებშიც გაიმართება. 

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930