გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ირაკლი ღარიბაშვილი: საქართველო მტკიცედ მიჰყვება თავის გზას, ევროპულ არჩევანს, ჩვენი ეკონომიკა ვითარდება, გვაქვს ორნიშნა ეკონომიკური ზრდა, მაქსიმუმი უნდა გავაკეთოთ, რომ ჩვენი ქვეყანა რაც შეიძლება მალე, კიდევ უფრო მეტად დაუახლოვდეს ევროპას

27-10-2022

საქართველო მტკიცედ მიჰყვება თავის გზას, თავის ევროპულ არჩევანს. ჩვენი ეკონომიკა ვითარდება. გვაქვს ორნიშნა ეკონომიკური ზრდა. ჩვენ მაქსიმუმი უნდა გავაკეთოთ, რომ ჩვენი ქვეყანა რაც შეიძლება მალე დაუახლოვდეს კიდევ უფრო მეტად ევროპას და ევროპულ სტრუქტურებს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანთან ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა. 


მთავრობის მეთაურის თმით, მიმდინარეობს მუშაობა 12 რეკომენდაციაზე და მაქსიმუმი კეთდება იმისთვის, რომ საქართველომ სტატუსი რაც შეიძლება მალე მიიღოს. 


„ჩვენ ახლა ვმუშაობთ იმ 12 რეკომენდაციაზე, რომელიც იქნა განსაზღვრული ევროპული საბჭოს და ევროკომისიის მიერ. ამაზე აქტიურად მიდის მუშაობა. ჩვენ კარი გავუღეთ ყველა აქტორს, იქნებოდა ეს არასამთავრობო სექტორი თუ ოპოზიციური პარტიები, რომ მათაც მიეღოთ მონაწილეობა ამ პროცესში. ჩვენ, ჩვენის მხრივ, მაქსიმუმს ვაკეთებთ და გავაკეთებთ იმისთვის, რომ საქართველომ სტატუსი რაც შეიძლება, მალე მიიღოს. მე ასევე მინდა ვთქვა, ამის თაობაზე ბატონმა პრემიერმა უკვე ისაუბრა, რომ ჩვენ დღეს ძალიან რთულ დროს გვიწევს ცხოვრება და მოღვაწეობა. მთავრობებს და მმართველებს ძალიან დიდი პასუხისმგებლობა აკისრიათ საკუთარი ქვეყნისა და ხალხის წინაშე. აქვე მინდა აღვნიშნო და დავადასტურო ჩემი დიდი პატივისცემა ბატონი პრემიერის მიმართ, მისი პოლიტიკის მიმართ და ჩვენც ვაკეთებთ მაქსიმუმს, რომ ჩვენი ქვეყნები დავიცვათ და ჩვენი ხალხის ინტერსები დავიცვათ ამ რთულ დროს. საქართველო მტკიცედ მიჰყვება თავის გზას, თავის ევროპულ არჩევანს. ჩვენი ეკონომიკა ვითარდება. გვაქვს ორნიშნა ეკონომიკური ზრდა. ჩვენ მაქსიმუმი უნდა გავაკეთოთ, რომ ჩვენი ქვეყანა რაც შეიძლება მალე დაუახლოვდეს კიდევ უფრო მეტად ევროპას და ევროპულ სტრუქტურებს", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მარტი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031