გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ახალციხის მერიაში სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს მორიგი შეხვედრა გაიმართა

27-10-2022

ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიაში, სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს მორიგი შეხვედრა გაიმართა, რომელსაც მერი ირაკლი ლაზარაშვილი უძღვებოდა. შეხვედრას მერის პირველი მოადგილე ილია ზარდიაშვილი, მოადგილეები  ვაჟა გაჩეჩილაძე და რუბენ კარაპეტიანი ესწრებოდნენ.


მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელმა შეხვედრისმონაწილეებს  გაწეული საქმიანობის,  მიმდინარე, დასრულებული და დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტების, ასევე  მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური პროგრამების ფარგლებში, მოსახლეობისათვის, იანვრიდან დღემდე  გაწეული დახმარების შესახებ ინფორმაცია გააცნო.


აქცენტი გაკეთდა მომავალი წლის გეგმებზე და  ბიუჯეტის პროექტში გათვალისწინებულ ძირითად პრიორიტეტებზე. საბჭოს წევრებმა თავიანთი  რეკომენდაციები, წინადადებები და მოსაზრებები გააცნეს მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელს. ყურადღება გამახვილდა  წყალმომარაგების  გაუმჯობესებაზე, საქალაქო ტრანსპორტზე, ახალი რეკრეაციული ზონებისა და სპორტული ინფრასტრუქტურის  მოწყობაზე, იმსჯელეს  ქალაქში მიმდინარე მასშტაბურ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე და  მოსახლეობის წინაშე არსებული  საჭიროებების მოგვარებაზე. 


აღსანიშნავია, რომ სამოქალაქო მრჩეველთა საბჭო, მერთან არსებული სათათბირო ორგანოა, რომელიც საქმიანობს საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსით“ დადგენილი წესით. საბჭო 27 წევრისგან შედგება და იგი სამოქალაქო სექტორის, კულტურის, განათლების სფეროსა და საზოგადოების წარმომადგენლებს აერთიანებს. დებულების თანახმად საბჭო მინიმუმ სამ თვეში ერთხელ იკრიბება.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930