გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ედიშერ გვენეტაძე: არისტოვიჩების და გონჩარენკოების მსგავსი სუბიექტები ითხოვენ მეცენატების დასანქცირებას! ამიტომაც, ჩვენ დავუწესოთ სანქციები და გამოვკეტოთ იმ საბნელეთში, რომელშიც ჩაგდებას თავიანთი უბადრუკი ჭკუით სხვებს უპირებენ!

28-10-2022

არისტოვიჩების, პოდოლიაკების, დანილოვების, გონჩარენკოების მსგავსი სუბიექტები და ითხოვენ მეცენატების, კაცთმოყვარეების, ვაჟკაცების, პიროვნებების სიკეთის მკეთებლების დასანქცირებას! ბოლო ხანს კი ცალკეული ქვეყნების ოკუპაციაც კი მოინდომეს!- წერს ექსპერტი ედიშერ გვენეტაძე.

 

მისი თქმით შთაბეჭდილება იქმნება, რომ ეს ბნელეთის მოციქულები შუასაუკუნეების ინკვიზატორებიდან გადმოხვეწილ-შემორჩენილი ელემენტებია!

 

„გუშინ ვუსმინე გონიერი კაცის, ბნ დავით მაღრაძის გამოსვლას, სადაც მან ისაუბრა თუ რა უდიდესი საფრთხის წინაშე დააყენა კაცობრიობა დღევანდელმა გადაგვარებულმა ლიბერესტიზმად ქცეულმა ლიბერალურმა-დემოკრატიამ! სადაც ასპარეზი მიეცათ და გამოდიან: არისტოვიჩების, პოდოლიაკების, დანილოვების, გონჩარენკოების მსგავსი სუბიექტები და ითხოვენ მეცენატების, კაცთმოყვარეების, ვაჟკაცების, პიროვნებების სიკეთის მკეთებლების დასანქცირებას! ბოლო ხანს კი ცალკეული ქვეყნების ოკუპაციაც კი მოინდომეს! შთაბეჭდილება იქმნება, რომ ეს ბნელეთის მოციქულები შუასაუკუნეების ინკვიზატორებიდან გადმოხვეწილ-შემორჩენილი ელემენტებია! ამიტომაც ამ მართლაცდა ბნელეთის წარმომადგენლებსა და უმადურებს (და არავითარ შემთხვევაში უკრაინელ ხალხს) ჩვენც და სხვებმაც დავუწესოთ სანქციები და გამოვკეტოთ იმ საბნელეთში, რომელშიც ჩაგდებას თავიანთი უბადრუკი ჭკუით სხვებს უპირებენ!“- წერს ედიშერ გვენეტაძე Facebook-ზე.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930