29-10-2022
საქართველოში Isari Ventures ოფიციალურად დაფუძნდა, როგორც პოლსენის ოჯახის ევროპული საინვესტიციო ჰოლდინგი. ღონისძიებას ტექნოპარკმა უმასპინძლა. გლობალურად აქტიურ საინვესტიციო საქმიანობასთან ერთად, ქვეყანაში ფუნქციონირების ბოლო 20 წლის განმავლობაში საქართველოში განვითარებული პროექტები მოიცავს შემდეგ ჩამონათვალს: „შატო მუხრანი“, „ქართული ღვინოები და ალკოჰოლიანი სასმელი“, „ფრიქსი” (Frixx), უძრავ ქონებასთან დაკავშირებულიპროექტები და სხვა.
„დღესვაფუძნებთ Isari Ventures-ს, რათა ვუზრუნველვყოთ დამატებითი მხარდაჭერა ქართველ მეწარმეთა სწრაფად მზარდი ეკოსისტემისთვის, რომელიც კრეატიული მეთოდებით და აზროვნებით უკვლავდება მსოფლიოს გლობალურ გამოწვევებს.Isari Ventures-იამ სტარტაპებს ფინანსურ და სტრატეგიულ დახმარებას გაუწევს და Isari-ის რესურსების გამოყენებით ხელს შეუწყობს პერსპექტიული ინოვაციების განვითარებას რეგიონში და მის ფარგლებს გარეთ“ - განაცხადა Isari Ventures - ის დირექტორმა და საბჭოს წევრმა ჟან-ფრედერიკ პოლსენმა.
ყველა ინვესტიცია შეესაბამებაIsari Ventures- ის ისეთი ინოვაციური გადაწყვეტილებების ძიებას, რომელთაც აქვთ პოტენციალი რადიკალურად გააუმჯობესონ შესაბამისიინდუსტრიული სექტორების ეფექტურობა გლობალური ან რეგიონალური მასშტაბით.ინიციატივა ფოკუსირებული იქნება კრეატიულ ქართულ დამფუძნებლებზე, რომლებიც ოპერირებენ “pre-product market fit” ეტაპზე.
Isari Ventures- მარამდენიმე სტარტაპში ინვესტიცია უკვე განახორციელა, მათ შორის უახლესი ინვესტიციებია PHUBBER- მოდასთან დაკავშირებული ონლაინ საცალო ვაჭრობის მდგრადობაზე ორიენტირებული ფლატფორმა, OMOFOX - ციფრული სატვირთო ექსპედიტორი და KERNEL - ციფრული აღრიცხვის პროგრამული უზრუნველყოფა SMB-თვის.
16-11-2024
16-11-2024