გაიგე განსხვავებული

ხუთშაბათი, აპრილი 10, 2025
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
პრემიერი: წელს ძალიან მნიშვნელოვანი წელია, ჩვენ ვზეიმობთ ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენისა და პირველი რესპუბლიკის გამოცხადებიდან 100 წლისთავს

7-01-2018

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ქვეყნის მართლმადიდებელ მოსახლეობას შობის ბრწყინვალე დღესასწაულს ულოცავს.
„ყველას გულით გილოცავთ ქრისტეშობის უდიდეს დღესასწაულს! გისურვებთ ბედნიერებას, ჯანმრთელობას და კეთილდღეობას. საქართველოს ვუსურვებ გაერთიანებას და უფრო მეტ სიყვარულს. მინდა, მოგილოცოთ 2018 წელი და გისურვოთ ყოველივე კარგი.


პატრიარქმა, თავის ეპისტოლეში ისაუბრა ქრისტიანობის და რწმენის მნიშვნელობაზე. იგი ბრძანებს, რომ, როგორც ხისგან მოწყვეტილი ნაყოფი ხდება უსულო და ხმება, ასევე, ეკლესიისგან მოწყვეტილი ადამიანის ბედიც ანალოგიურია. ყველას ვუსურვებ, აი ამ რწმენაში გავერთიანებულიყავით ჩვენი ერის საკეთილდღეოდ.
მინდა, ჩვენს პატრიარქს მივულოცო აღსაყდრებიდან მე-40 შობა და დაბადებიდან 85 წელი, რომელიც ორიოდე დღის წინ შეუსრულდა.


წელს ძალიან მნიშვნელოვანი წელია, დიდი იუბილეები გვაქვს - ჩვენ ვზეიმობთ ჩვენი ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენისა და პირველი რესპუბლიკის გამოცხადებიდან 100 წლისთავს. ასე, რომ ბევრი კარგი თარიღია.


მინდა, მთელს საქართველოს ვუსურვო ბედნიერება, ოჯახებს - კეთილდღეობა, სიმშვიდე და ამ სიმშვიდეში - საქართველოს წინსვლა. ყველას გილოცავთ!“-ნათქვამია კვირიკაშვილის მისალოც განცხადებაში.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930