გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ბიზნესსექტორის წარმომადგენლებს სურსათის უვნებლობის ახალ სტანდარტებს აცნობენ

29-10-2022

სურსათის ეროვნული სააგენტოს სპეციალისტებმა კახეთში, თელავის მუნიციპალიტეტში, ბიზნესსექტორის წარმომადგენლებს სურსათის უვნებლობის მიმართულებით საკანონმდებლო ცვლილებებისა და ახალი რეგულაციების შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს. სამუშაო შეხვედრები დისკუსიის ფორმატში წარიმართა;

განიხილეს როგორც სურსათის უვნებლობის ახალი სტანდარტები, ხორცისა და ხორცპროდუქტების ეტიკეტირება, აგრეთვე, ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმება და მოთხოვნები იმპორტის განხორციელებისას.

ტრენინგში, რომელიც გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციისა (FAO) და სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის (ENPARD) მხარდაჭერით ჩატარდა, მონაწილეობა მიიღეს ხორცისა და ხორცპროდუქტების მწარმოებლებმა, გადამამუშავებლებმა და სასაკლაოს წარმომადგენლებმა.  

„ბიზნესსექტორის ცნობიერების ამაღლება ერთ-ერთი ძირითადი პრიორიტეტია სააგენტოსთვის და ამ მიმართულებით მუდმივ რეჟიმში მიმდინარეობს მუშაობა", - აღნიშნა სურსათის უვნებლობის დეპარტამენტის უფროსმა, ვასილ კვერნაძემ.

სურსათის ეროვნული სააგენტო აქტიურად თანამშრომლობს ბიზნესსექტორთან და მუდმივად აწვდის ინფორმაციას ახალი საკანონმდებლო მოთხოვნებისა და დაგეგმილი ცვლილებების შესახებ. აღნიშნული მიდგომა ხელს უწყობს ქვეყანაში სურსათის უვნებლობის თანამედროვე სტანდარტების დანერგვასა და ბიზნესსექტორის კონკურენტუნარიანობის ზრდას.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930