გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
საქართველოში „მესაქონლეობის ექსპო 2022“ ჩატარდა

29-10-2022

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი ხანიშვილი მესაქონლეობის გამოფენას „მესაქონლეობის ექსპო - Cattle Expo 2022“ დაესწრო.


გიორგი ხანიშვილმა ხაზი გაუსვა ღონისძიების მნიშვნელობას მესაქონლეობისა და რძის ინდუსტრიის განვითარებისა და დარგის  პოპულარიზაციის თვალსაზრისით.

 

„დღევანდელ გამოფენას ვულოცავ  მის მონაწილეებს, ზოგადად ქართველ ფერმერებს და მინდა კიდევ ერთხელ აღვნიშნო, რომ საქართველოს მთავრობის, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს პროგრამები ვითარდება წარმატებით.ამ გამოფენაზე ჩვენ ვნახეთ ქართველი ფერმერების  ბევრი მიღწევა. ასევე მსურს  მადლობა  გადავუხადო ამერიკის სოფლის განვითარების დეპარტამენტს (USDA), რომლის პროექტის ფარგლებშიც ტარდება ეს გამოფენა“, - აღნიშნა გიორგი ხანიშვილმა.

 

ღონისძიებას  აშშ-ს ელჩი საქართველოში კელი დეგნანი ესწრებოდა.

 

ექსპოს ფარგლებში გაიმართა სხვადასხვა რეგიონიდან წარმოდგენილი მაღალპროდუქტიული და ადგილობრივი სელექციური მსხვილფეხა პირუტყვის გამოფენა-შეჯიბრი და სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის გამოფენა/გაყიდვა. ასევე  მონაწილეობდნენ მესაქონლეობის სექტორში ჩართული ფერმერები, ცხოველური წარმოშობის პროდუქტების გადამმუშავებლები და სასოფლო-სამეურნეო საშუალებების მომწოდებელი  კომპანიები.

 

გამოფენის მიზანია ქვეყანაში რძის ინდუსტრიის განვითარების ხელშეწყობა,  მაღალპროდუქტიული და ადგილობრივი სელექციური მსხვილფეხა საქონლის ჯიშების პოპულარიზაცია და მესაქონლეობის სექტორის განვითარების ხელშეწყობა.

 

ღონისძიება ჩატარდა  საქართველოს მეცხოველეობის სანაშენე საქმის ასოციაციისა და შვეიცარიული აგრარული სკოლა კავკასიის ორგანიზებით. ღონისძიების პარტნიორია ამერიკის სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის (USDA) მიერ დაფინანსებული პროექტი „ინვესტირება უვნებელ და ხარისხიან მესაქონლეობაში’’, რომელსაც ახორციელებს Land O’Lakes Venture37 საქართველოს ფერმერთა ასოციაციასთან პარტნიორობით.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930