გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
კობა კობალაძემ უკრაინაში დაღუპულ მებრძოლის ხსოვნას პატივი მიაგო

29-10-2022

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორმა, გენერალ-მაიორმა კობა კობალაძემ,მოადგილეებთან, სამსახურის თანამშრომლებთან და ვეტერანებთან ერთად, ქაშუეთის წმინდა გიორგის სახელობის ტაძარში, უკრაინაში, რუსეთ-უკრაინის ომში გარდაცვლილი კიდევ ერთი ქართველის, მიხეილ ყაფლანიშვილის ოჯახის წევრებსა და ახლობლებს მიუსამძიმრა და მის ხსოვნას პატივი მიაგო.


მიხეილ ყაფლანიშვილი ლუგანსკში, სადაზვერვო ოპერაციის დროს, ოკუპანტების სარაკეტო იერიშმა იმსხვერპლა. მას ჭურვის ნამსხვრევები მოხვდა და ადგილზე დაიღუპა. გარდაცვლილი მებრძოლის ცხედარი, ხარკოვის ოლქიდან კიევში, წმინდა ვოლოდიმირის სახელობის ტაძარში გადაასვენეს, სადაც სამოქალაქო პანაშვიდი გაიმართა.


მიხეილ ყაფლანიშვილს საქართველოში 27 ოქტომბერს ჩამოასვენეს. მას 29 ოქტომბერს, დამპალოს სასაფლაოზე, სამხედრო პატივით დაკრძალავენ.


სამწუხაროდ 21 ოქტომბერს, უკრაინაში, კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი, უკრაინის მოქალაქე, 24 წლის ალექსანდრე მარტიაშვილი დაიღუპა. ალექსანდრე მარტიაშვილი ხარკოვის ეროვნული გვარდიის აკადემიის კურსდამთავრებული გახლდათ - უკრაინის შსს ეროვნული გვარდიის უფროსი ლეიტენანტი, ის ხერსონის მახლობლად რუსი ოკუპანტების წინააღმდეგ ბრძოლას ემსხვერპლა. უფროსი ლეიტენანტი ალექსანდრე მარტიაშვილი, 26 ოქტომბერს, უკრაინაში, სამხედრო პატივით დაკრძალეს. ,ალექსანდრე მარტიაშვილი, აფხაზეთის ომის მონაწილის, დავით მარტიაშვილის ვაჟია.


უკრაინაში რუსეთმა სამხედრო აგრესია 24 თებერვალს დაიწყო. ქართველი მებრძოლების დაღუპვის შესახებ პირველი ინფორმაცია 18 მარტს გავრცელდა. მას შემდეგ უკრაინაში 22 ქართველი მებრძოლი დაიღუპა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930