გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
სამინისტრო აგრძელებს ქართული ხარისხიანი აგროპროდუქტის ხელშეწყობას და პროგრამაში „ქართული ჩაის“ ცვლილებებს ახორციელებს

31-10-2022

ჩაის პირველადი წარმოების ხელშეწყობის მიზნით, სახელმწიფო პროგრამებში ცვლილებები შევიდა. პროგრამაში „ქართული ჩაი“ ცვლილებით სარეაბილიტაციო ფართობის მოცულობა 5 ჰექტარიდან 3 ჰექტარამდე შემცირდა და მეჩაიე ფერმერებს შესაძლებლობა ეძლევათ, 50%-იანი თანადაფინანსებით შეისყიდონ ჩაის საკრეფი ხელის ტექნიკა.


პროგრამის „ქართული ჩაი“ ბენეფიციარს (გარდა სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებისა) დაუფინანსდება - ფაქტობრივად შესრულებული სარეაბილიტაციო სამუშაოების ღირებულების 70%, მაგრამ არაუმეტეს 2 500 ლარისა 1 ჰა-ზე გაანგარიშებით. სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებს დაუფინანსდებათ ფაქტობრივად შესრულებული სარეაბილიტაციო სამუშაოების ღირებულების 90%, მაგრამ არაუმეტეს 3 000 ლარისა 1 ჰა-ზე გაანგარიშებით.


პროგრამის ბენეფიციარის საკუთრებაში არსებული ჩაის პლანტაცი(ებ)ი ან/და პროგრამის ბენეფიციარის მიერ შერჩეული და სახელმწიფოსგან იჯარის უფლებით მისაღები სარეაბილიტაციო ჩაის პლანტაცი(ებ)ის ფართობი უნდა იყოს მინიმუმ 3ჰა და  300 ჰა;


„მოსავლის ამღები სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის თანადაფინანსების“ პროგრამაში შესული ცვლილებებით მეჩაიე ფერმერებს შესაძლებლობა ეძლევათ, 50%-იანი თანადაფინანსებით, არაუმეტეს  500 ლარისა შეისყიდონ ჩაის ხელის საკრეფი ტექნიკა.


საქართველოში არსებული ჩაის პლანტაციების პოტენციალის ეფექტიანად გამოყენება, ადგილობრივი ჩაის (მათ შორის, ბიო-ჩაის) წარმოების ზრდის ხელშეწყობა, შედეგად კი, თვითუზრუნველყოფის დონის ამაღლება და საექსპორტო პოტენციალის გაზრდა სოფლის განვითარების სააგენტოს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტია.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930