გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ძეგვის თავშესაფარში გამწვანების აქცია გაიმართა

1-11-2022

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის ორგანიზებით, ძეგვის თავშესაფარში გამწვანების აქცია გაიმართა.


გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ღონისძიებაში მონაწილეობა მინისტრის მოადგილემ, სოლომონ პავლიაშვილმა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მუდმივმა წარმომადგენელმა საქართველოში, ნიკ ბერესფორდმა მიიღეს.


მათივე ცნობით, თავშესაფრის ეზოში სხვადასხვა სახეობის 60-მდე ნერგი დაირგო. თავშესაფრის ბენეფიციარებს - მზრუნველობას მოკლებულ ბავშვებს, მოხუცებულებსა და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებს დარგვის და მოვლის წესები ცენტრის წარმომადგენლებმა გააცნეს.


„ძალიან მნიშვნელოვანია თავშესაფრის ბენეფიციარების მონაწილეობა გამწვანების აქციაში და ტყის მოვლასა და აღდგენაში. მსგავსი ღონისძიებები ხელს უწყობს ქვეყანაში ბიომრავალფეროვნების დაცვასა და საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას“, - განაცხადა სოლომონ პავლიაშვილმა.


„სასიამოვნოა, რომ მაქვს შესაძლებლობა მონაწილეობა მივიღო აღნიშნულ ღონისძიებაში, რომელშიც ჩართულია გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო და იმართება შვედეთის მთავრობის მხარდაჭერით და რომელიც ემსახურება საქართველოში გარემოს დაცვას და მდგრად განვითარებას“, - განაცხადა ნიკ ბერესფორდმა.


გამწვანების აქციაში მონაწილეობას იღებდნენ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის დირექტორი თამარ ალადაშვილი, სახელმწიფო რწმუნებული მცხეთა-მთიანეთის მხარეში დავით ნოზაძე და მცხეთის მუნიციპალიტეტის მერი დიმიტრი ზურაბიშვილი.


ღონისძიება ჩატარდა „მმართველობის რეფორმის ფონდის“ (GRF) ინიციატივის ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) შვედეთის მხარდაჭერით.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930