1-11-2022
ჯერ რეკომენდატორებმა თავიანთი ქვეყნების კანონმდებლობით განსაზღვრონ, რას ნიშნავს: ოლიგარქი! გამოავლინონ ოლიგარქები და მოახდინონ: დეოლიგარქიზაცია! აი, ამის შემდეგ, საკუთარი მაგალითის ფონზე მოგვთხოვონ რეკომენდაციების შესრულება! - ამის შესახებ პარლამენტის ყოფილი წევრი ხათუნა ხოფერია სოციალურ ქსელში წერს.
„დეოლიგარქიზაციის ჟინით აცუნდრუკებული საქართველოს მტრები! უფრო სწორედ, ბიძინას ოხთში ვერ ამოსული და საკუთარ ბოღმაში ჩამუჟუჟებული იდიოტები. და მაინც რა უნდათ?… პირველ რიგში, საიდან მოიტნეს ეს ცნება- ოლიგარქი?… ბუნებაში არ არსებობს მსგავსი რამ! არა, რუსებისთვის არსებობს!
ნემცოვი იჩემებდა, ეს სიტყვა მე მოვიგონეო. ოლიგარქია არსებობს. მცირე ჯგუფის მმართველობა. მაგრამ… ოლიგარქი რუსებისგან გადმოიღეს? კიდევ რა ისწავლეს რუსებისგან?… კიდევ რაში აპირებს ევროპა, რომ მიბაძოს რუსეთს?!… ან იქნებ, აპირებს, რომ სულაც ჩაენაცვლოს რუსეთს?!…
აი, სამაგიეროდ, ამერიკაში და ევროპაშიც სერიოზულად არის ფეხმოკიდებული კორპორატოკრატია! დიახ, კორპორაციების მხრიდან ქვეყნების პოლიტიკური მართვის ფორმა! რომელი ერთი დავასახელო?… ვთქვათ, ფარმაცეფტული ბიზნეს კორპორაციები… ფაიზერი!!! გავაგრძელო?… ვთქვათ ბლუმბერგი!… მაიკლ ბლუმბერგი! არის თუ არა იგი ტიპიური ოლიგარქი რუსების მიერ მოგონილი სტანდარტით?… არის! აბა, არ არის?!… მილიარდები, პოლიტიკური ამბიცია, პოლიტიკური კარიერული წარსული, საკუთარი მედიასაშუალებები, საინფორმაციო სივრცის სრული ფლობა. ჰო და, იმის თქმა მინდოდა, რომა…))) ჯერ რეკომენდატორებმა თავიანთი ქვეყნების კანონმდებლობით განსაზღვრონ, რას ნიშნავს: ოლიგარქი! კორპორატოკრატია! მერე გამოავლინონ საკუთარ ქვეყნებში პოლიტიკის მმართველი კორპორაციები, ასევე გამოავლინონ ოლიგარქები და მოახდინონ: დეოლიგარქიზაცია! დეკორპორატოკრატიზაცია! აი, ამის შემდეგ, საკუთარი მაგალითის ფონზე მოგვთხოვონ რეკომენდაციების შესრულება! ახლა კი, გაყუჩდნენ და მათი მხრიდან განწირული უკრაინის გადარჩენაზე იფიქრონ! P.S. ეს დღეებია სულ ვფიქრობ, რატომ და საიდან მოიტანა ივანიშვილმა 2030წელი?.. 20-30…? ჰო და, ვისაც თვალში გეპატარავებათ, კი გაქვთ ეგ თვალები დაფსებული!…)))))… ADIOS!“- წერს ხოფერია
16-11-2024
16-11-2024