გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ოთარ შამუგია მსოფლიო ბანკის ევროპისა და აზიის მდგრადი განვითარების რეგიონულ დირექტორს, სამეჰ ვაჰბას შეხვდა

2-11-2022

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია მსოფლიო ბანკის ევროპისა და აზიის მდგრადი განვითარების რეგიონულ დირექტორს, სამეჰ ვაჰბას შეხვდა.


შეხვედრაზე მხარეებმა მიმდინარე პროექტები და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს. საუბარი შეეხო სარწყავი სისტემების განვითარების, მიწის მდგრადი მართვისა და კლიმატის ცვლილების შერბილების მიმართულებით თანამშრომლობის გაღრმავების საკითხებს.


ოთარ შამუგიამ მრავალი წლის განმავლობაში გაწეული მჭიდრო და ეფექტიანი თანამშრომლობისთვის მსოფლიო ბანკის გუნდს მადლობა გადაუხადა.


სამეჰ ვაჰბას განცხადებით, მსოფლიო ბანკისთვის საქართველო საიმედო პარტნიორია და აქტიური თანამშრომლობა მომავალშიც გაგრძელდება.


გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში გამართულ შეხვედრას მსოფლიო ბანკის რეგიონული დირექტორი სამხრეთ კავკასიაში სებასტიან მოლინეუსი, მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი ხანიშვილი და სამინისტროს შესაბამისი სამსახურების და უწყების ხელმძღვანელი პირები ესწრებოდნენ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მაი 2024    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031