გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
არჩილ თალაკვაძე დეოლიგარქიზაციის კანონზე: მოლდოვაც გეგმავს, უკრაინული მოდელი გაითვალისწინოს

2-11-2022

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის არჩილ თალაკვაძის თქმით, დეოლიგარქიზაციის კანონის უკრაინული მოდელის გათვალისწინებას მოლდოვაც გეგმავს - ამის შესახებ არჩილ თალაკვაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

 

მისი თქმით, ახლა აღმოჩნდა თურმე, რომ რადიკალური ოპოზიციისთვის მიუღებელია ეს მოდელი.

 

„რადიკალური ოპოზიცია შეტევაზე იყო გადმოსული, ხმამაღალი განცხადებებით მოგვიწოდებდნენ, დროზე მიიღეთ კანონი და შექმენით მექანიზმიო. როდესაც ჩვენ გამოვხატეთ მკაფიო პოლიტიკური ნება და ავიღეთ ის მოდელი, რომელიც თავის დროზე ევროკავშირის ჩართულობით და რეკომენდაციით მიიღო უკრაინამ, წაიკითხეს ეს კრიტერიუმები და კანონი და მათ რიგებში რამდენიმე პოტენციური ოლიგარქი აღმოაჩინეს.

 

შესაბამისად, იმ პოტენციურმა ოლიგარქებმაც აღმოაჩინეს, რომ ეს კანონი თუ იქნება მიღებული, პირველ რიგში სწორედ მათ, შავი ფულის დაფინანსებით, მედიის მართვის და პარტიებში ჩარევის მხრივ ექმნებათ პრობლემები.

 

მოლდოვაც გეგმავს, რომ უკრაინული მოდელი გაითვალისწინოს. ახლა აღმოჩნდა თურმე, რომ რადიკალური ოპოზიციისთვის მიუღებელია ეს მოდელი. ისინი ამბობენ, ჩვენ ჩვენი ქართული მოდელი უნდა შევქმნათო. ეს ქართული მოდელი მათ ფანტაზიაში და მათი გადმოსახედიდან არის ორ სიტყვიანი კანონის მიღება, სადაც ჩაწერილი იქნება მხოლოდ სახელი და გვარი“ - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930