გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
მამუკა მდინარაძე ოპოზიციაზე: ბიძინა ივანიშვილის ფაქტორის მიმართ შიში აიძულებთ, რომ ებრძოლონ მათი გადასახედიდან პრობლემას, რომელიც ბუნებაში არ არსებობს

2-11-2022

ბიძინა ივანიშვილის ფაქტორის მიმართ შიში აიძულებთ, რომ ებრძოლონ მათი გადასახედიდან პრობლემას, რომელიც ბუნებაში არ არსებობს, ძალიან დიდი ხანია ბიძინა ივანიშვილი გასულია პოლიტიკიდან და არ ერევა - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ დეოლიგარქიზაციის კანონზე საუბრისას ჟურნალისტებს განუცხადა.

 

მისი თქმით, კანონი პირდაპირ, მცირეოდენი ადაპტაციით ქართულ რეალობასთან გადმოდის და იგივე კანონს ვიღებთ, რასაც უკრაინაში.

 

„მათი გადასახედიდან პრობლემა არის თავად ბიძინა ივანიშვილი და მისი მონაწილეობა რაღაცაში, ასე იგონებენ და აბრალებენ მასაც და ქართულ სახელმწიფოსაც, ხელისუფლებასაც. რეალურად მათისეული პრობლემა ბუნებაში არ არსებობს. ქარის წისქვილებს ებრძვიან, არ არსებობს ასეთი არც პრობლემა და არც საკითხი დღის წესრიგში. ძალიან დიდი ხანია ბიძინა ივანიშვილი გასულია პოლიტიკიდან და არ ერევა, მაგრამ დაგიდასტურებთ, რომ მათ ძალიან აშფოთებთ ბიძინა ივანიშვილის ფაქტორი, მისი რამეში მონაწილეობა კი არა, რაც ტყუილია, პოლიტიკაში ჩარევა, რაც ასევე ტყუილია, მათ რეალურად აწუხებთ მისი ფაქტორი.

 

არ უნდათ, რომ ეს ადამიანი იყოს ქვეყანაში, იმიტომ, რომ მიაჩნიათ მათაც, ჩვენ კი არა მხოლოდ, თქვენც ასე მიგაჩნიათ, დარწმუნებული ვარ, რომ ეს არის ერთერთი ფაქტორი, რომ იყოს სტაბილურობა. თავად ბიძინა ივანიშვილის ფაქტორის მიმართ შიში აიძულებთ, რომ ებრძოლონ საკითხს, ანუ მათი გადასახედიდან პრობლემას, რომელიც ბუნებაში არ არსებობს. ეს არის მათი მსჯელობის საგანი. რაც შეეხება თავად კანონს, პირდაპირ, მცირეოდენი ადაპტაციით ქართულ რეალობასთან გადმოგვაქვს და იგივე კანონს ვიღებთ, რასაც უკრაინაში“ - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

 

მისივე თქმით, ეს არის ჩრდილო კორეული და რუსული მიდგომა. კონკრეტულ სახელს და გვარს კი არ უნდა მოარგო, უნდა მოარგო პრობლემას, მაგრამ პრობლემა რომ არ არსებობს, ამიტომ უნდათ რომ მოარგონ კონკრეტულ სახელს და გვარს.

 

„აქ არ არის სახელებზე და გვარებზე საუბარი. ევროკომისიაში ასე არ უმსჯელიათ. ვიღაცას ჰქონდა მოტივაცია კონკრეტული ადამიანის მიმართ. მე რაც არ უნდა ცუდად ვფიქრობდე თქვენზე რაღაცას, კონკრეტულ კანონს რომ მოგარგებთ ეს ხომ არ არის დემოკრატიული, ამას ვუწოდებთ სწორედ ჩრდილო კორეულს და რუსულს, ეს არის დიქტატორული, არა მხოლოდ ავტორიტარული მიდგომა საკითხის მიმართ, რომ კონკრეტულ სახელს და გვარს გინდა თუ არა მოარგო, ერგება თუ არა რომელიმე კანონი. ეს არის ჩრდილო-კორეული მიდგომა. კონკრეტულ სახელს და გვარს კი არ უნდა მოარგო, უნდა მოარგო პრობლემას, მაგრამ პრობლემა რომ არ არსებობს, ამიტომ უნდათ რომ მოარგონ კონკრეტულ სახელს და გვარს.

 

ასე იღებენ უკრაინაში, ასე აპირებენ როგორც ჩანს მოლდოვაში, ასე იღებს საქართველოც და ეს თქვენ არ გაწყობთ, იმიტომ, რომ ეს არის ობიექტური. ობიექტური კრიტერიუმებით ვერ დაისჯება ბიძინა ივანიშვილი და ეს თქვენ არ გაწყობთ. ამაშია საქმე და მეტი არაფერი ხდება“ - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930