3-11-2022
საქართველოს თავდაცვის ძალების დაჭრილ-დაშავებულმა სამხედრო მოსამსახურეებმა ამერიკის შეერთებულ შტატებში გამართულ საზღვაო ქვეითთა ყოველწლიურ მარათონში (Marine Corps Marathon) მიიღეს მონაწილეობა. თავდაცვის სამინისტროს გუნდის წევრებმა - ილარიონ თამაზაშვილმა, აკაკი ბზეკალავამ, ვალერი ბერიანმა 42 კილომეტრიანი დისტანცია 4 საათში 50 წუთში წარმატებით დაფარეს.
მონაწილეებს სამახსოვრო მედლები გადაეცათ.
ქართველ სამხედროებთან ერთად, მარათონში აშშ-ის, დიდი ბრიტანეთის, ავსტრალიის, კანადის, დანიის, საფრანგეთის, პოლონეთისა და უკრაინის თავდაცვის ძალების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ. სხვადასხვა ქვეყნის სამხედროებმა ერთმანეთს პრობლემების დაძლევის გამოცდილებაც გაუზიარეს.
საზღვაო ქვეითთა მარათონი მიზნად დაჭრილ-დაშავებული სამხედრო მოსამსახურეების შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას ისახავს მიზნად.
16-11-2024
16-11-2024