გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ირაკლი კობახიძე დეოლიგარქიზაციის კანონზე: პირდაპირ ავიღეთ და გადმოვიტანეთ საქართველოში, ვერავინ იტყვის რომ ჩვენ რამე საკუთარ თავს მოვარგეთ

4-11-2022

ჩვენ ჩვენს თავზე არ მოგვირგია, პირდაპირ ავიღეთ და გადმოვიტანეთ საქართველოში. ვერავინ იტყვის, რომ ჩვენ რამე საკუთარ თავს მოვარგეთ. აქედან გამომდინარე, არგუმენტები არ გვესმის. ჩემთვის მათი პოზიცია არის გასაგები, ოპოზიციის დიდი ნაწილი შეთანხმდა, რომ მხარს არ უჭერენ ამ კანონს და ისინიც აჰყვნენ - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ დეოლიგარქიზაციის კანონის შესახებ საუბრისას გადაცემაში „იმედი LIVE” განაცხადა.

 

წამყვანის შეკითხვაზე თუ რატომ არ დაუჭირა მხარი ოპოზიციონერმა დეპუტატებმა კანონს დეოლიგარქიზაციის შესახებ, კობახიძე განმარტავს, რომ ეს მათი განაცხადია და არა არგუმენტი.

 

„ეს თავისთავად განაცხადია და არა არგუმენტი. არგუმენტები მათგან არ მოგვისმენია. ჩვენ მარტივად უნდა განვიხილოთ ეს დეფინიცია არის თუ არა ობიექტური. თუ უკრაინაში არის ობიექტური, რა განსხვავებაა მაშინ საქართველოში.

 

მარტივი ოთხი კრიტერიუმია, ერთი რომ უნდა გქონდეს გარკვეული ფინანსური რესურსი, მეორე პოლიტიკაზე გავლენა, მესამე მედიაზე გავლენა და მეოთხე მონოპოლიური ან გაბატონებული მდგომარეობა ბაზრის კონკრეტულ სფეროში.

 

ოთხი კრიტერიუმია, რომელი არ მოსწონთ, ამ ოთხიდან სამი უნდა იყოს დაკმაყოფილებული, ხომ უნდა თქვა რომ რომელიმე არ მოსწონთ, ან ოთხიდან სამს არ ეთანხმებიან და ა.შ. არგუმენტი არ არის და ჩვენს მხარეს არის ძალიან მყარი არგუმენტი“- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930