გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ირაკლი ზარქუა: არასამთავრობო სექტორში არის კლანი, მდიდარი ენჯეოების გაერთიანება და ვისაც დაადებენ ხელს ის უნდა აირჩიოს ერმაც და ბერმაც, არ გამოვა ასე

5-11-2022

საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ზარქუამ სახალხო დამცველის არჩევის პროცესთან დაკავშირებით ისაუბრა, სადაც ოპოზიციის განცხადებას გამოეხმაურა იმასთან დაკავშირებით, რომ სრულად ჩაერთვებიან კონსულტაციებში იმ შემთხვევაში, თუ არასამთავრობო სექტორის მიერ დასახელებული სამი კანდიდატიდან ერთი მაინც იქნება არჩეული.

 

ზარქუას თქმით, არასამთავრობო სექტორში არის კლანი, მდიდარი ენჯეოების გაერთიანება და ვისაც დაადებენ ხელს ის უნდა აირჩიოს ერმაც და ბერმაც, არ გამოვა ასე.

 

დეპუტატი ასევე აღნიშნავს, რომ ნინო ლომჯარია პარტიული აქტივისტი იყო და ბუნებრივია არასამთავრობოების მხრიდან მის დაქალებს და მეგობრებს ვერ აირჩევენ. მისივე თქმით, საქართველოს სჭირდება სახალხო დამცველი, რომელიც იქნება პარტიული კუთვნილების მიღმა.

 

„ლომჯარიას მიმდევარს რომ წარმოადგენ, რომელიც იყო ჩვეულებრივი პარტიული აქტივისტი, რაც არაერთხელ დადასტურდა. გარდა ნაციონალური მოძრაობისა, მათი მომხრეებისა და პატიმარი სააკაშვილისა, სხვა ყველაფერი კარგად იყო? არცერთი პატიმარი არ იმსახურებდა ციხეში მის ყურადღებას? მისი ამოცანა იყო მხოლოდ „ნაციონალური მოძრაობა“, როგორ გააქილიკოს მმართველი პარტია და ხელისუფლება. ნუთუ ერთი მოსაწონი ვერ გაკეთდა ამდენი ხანი.

 

ჩვეულებრივი პარტიული აქტივისტი იყო და ბუნებრივია არასამთავრობოების მხრიდან ლომჯარიას დაქალებს და მეგობრებს ვერ ავირჩევთ ახლა ბოდიშს გიხდით, პირდაპირ გეტყვით დასაბუთებულად. საქართველოს სჭირდება სახალხო დამცველი, რომელიც იქნება პარტიული კუთვნილების მიღმა.

 

იქნება ყველასი, განსხვავებული აზრის, მრწამსის თუ მსოფლმხედველობის ინტერესების გამტარებელი, ასეთი ხალხის. ამიტომ, დარწმუნებული ვარ ჩვენ მაინც შევძლებთ, მოვიკრებთ ძალას ოპოზიციასთან და შევარჩევთ ღირსეულ კანდიდატს“- განაცხადა ირაკლი ზარქუამ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930