გაიგე განსხვავებული

სამშაბათი, ივლისი 22, 2025
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ირაკლი ღარიბაშვილი საზოგადოებას "ერეკლეობას" ულოცავს

7-11-2022

გილოცავთ ერეკლეობას! პატარა კახი, როგორც სიყვარულით შეარქვა ხალხმა, სიცოცხლეშივე იქცა ლეგენდად. დიდი ილიას სიტყვებით, იგი ნახევარ საუკუნეზე მეტი ხმალამოღებული პატრონობდა სამშობლოს. განუწყვეტელი ომების მიუხედავად, ერეკლე II-ემ საფუძველი ჩაუყარა ქვეყნის მოდერნიზაციისაკენ მიმართულ მასშტაბურ რეფორმებს სახელმწიფოებრიობის, მრეწველობის,  განათლების, კულტურის განვითარებისათვის, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი სოციალურ ქსელ „ფეისბუქში" წერს. 


ირაკლი ღარიბაშვილი აღნიშნავს, რომ ღვაწლმოსილი მეფე თავის თავში განასახიერებდა ქართველის ყველა საუკეთესო თვისებას.


"ღვაწლმოსილი მეფე თავის თავში განასახიერებდა ქართველის ყველა საუკეთესო თვისებას - სიბრძნეს, სიმამაცეს, სამშობლოსადმი თავდადებას... მისი გმირული ცხოვრება მისაბაძი მაგალითია თითოეული ჩვენგანისათვის და მჯერა, ასეთად დარჩება ყველა მომავალი თაობისათვის", - ნათქვამია პრემიერის განცხადებაში.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031