გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი: მისიასთან მოხდა შეთანხმება განახლებული ენერგიის მხარდამჭერ სქემასთან დაკავშირებით

7-11-2022

ფინანსთა მინისტრის, ლაშა ხუციშვილის განცხადებით, საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიასთან მოხდა შეთანხმება განახლებული ენერგიის მხარდამჭერ სქემასთან დაკავშირებით, ასევე, შეჯერდა ხედვები სახელმწიფო საწარმოების რეფორმასთან მიმართებით. 


„პროგრამის ფარგლებში, ჩვენ განვაგრძობთ მუშაობას სტრუქტურულ რეფორმებზე, რითაც უზრუნველყოფილი იქნება მეტი ეკონომიკური მდგრადობა გლობალური გამოწვევებისადმი. საშუალოვადიან პერიოდში, ჩვენ განვაგრძობთ მუშაობას ფისკალური სტაბილურობის შენარჩუნების მიზნით და ამ მხრივ, ფონდთან არსებული პროგრამა დამატებითი გარანტიაა ჩვენი სტრატეგიული მიზნების მიღწევის გზაზე, მათ შორის, ენერგოუსაფრთხოებისა და ენერგოდამოუკიდებლობის, ასევე, სატრანზიტო და ლოგისტიკური  ინფრასტრუქტურის მიმართულებით. ჩვენ ძალიან ვაფასებთ სსფ-ის მხარდაჭერას საქართველოში მიმდინარე რეფორმების განხორციელებისა და ეკონომიკური მდგრადობის გზაზე. ფონდთან თანამშრომლობის ნამდვილად ძალიან კარგი გამოცდილება გვაკავშირებს და მიმდინარე პროგრამის მიმართაც იგივე მოლოდინი გვაქვს", - აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა. 


მან სსფ-ის მისიის ხელმძღვანელსა და მისიის წევრებს  მადლობა გადაუხადა ნაყოფიერი მუშაობისა და მისიის დონეზე საქართველოს მხარდამჭერი პროგრამის (Stand-By Arrangement) პირველი მიმოხილვის დასრულების თაობაზე მიღწეული შეთანხმებისთვის.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930