გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
საქართველოს თავდაცვის მინისტრი ერეკლე მეფის საიუბილეო ღონისძიებას დაესწრო

7-11-2022

ერეკლე მეორის დაბადებიდან 302 წელი გავიდა. თელავში საიუბილეო ღონისძიებას საქართველოს თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე თავდაცვის ძალების მეთაურთან, გენერალ-მაიორ გიორგი მათიაშვილთან და უწყების სამხედრო მაღალჩინოსნებთან ერთად დაესწრო.ერეკლე მეორის დაბადებიდან 302 წელი გავიდა. თელავში საიუბილეო ღონისძიებას საქართველოს თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე თავდაცვის ძალების მეთაურთან, გენერალ-მაიორ გიორგი მათიაშვილთან და უწყების სამხედრო მაღალჩინოსნებთან ერთად დაესწრო.

 
თავდაცვის უწყების ხელმძღვანელებს მუზეუმში ქალაქ თელავის მერმა ლევან ანდრიაშვილმა პირადად უმასპინძლა. ჯუანშერ ბურჭულაძე ადგილობრივ მოქალაქეებს გაესაუბრა და „ერეკლეობა“ მიულოცა. მან თელავის ისტორიული მუზეუმის ეზოში ხელნაკეთი ნაწარმის საგამოფენო სივრცეები დაათვალიერა. ასევე, საბრძოლო ხელოვნების ჯგუფის საჩვენებელ გამოსვლას დაესწრო.
 

მოგვიანებით, თავდაცვის მინისტრი ერეკლე II-ის ისტორიული სასახლესა და სასახლის კარის ეკლესიაშიც იმყოფებოდა.
 

თელავში ერეკლე მეორის დაბადების დღე, „ერეკლეობა“, იგივე თელავქალაქობა 7 ნოემბერს ყოველწლიურად აღინიშნება. მოსახლეობა სახელოვანი მეფის იუბილეს ტრადიციულად კულტურული და საგანმანათლებლო ღონისძიებებით აღნიშნავს და სტუმრებს მთელი საქართველოდან მასპინძლობს.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930