გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
თხილის წარმოების ხელშეწყობისთვის ახალი სახელმწიფო პროგრამა დაიწყო

8-11-2022

სოფლის განვითარების სააგენტოს რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსმა, ლაშა შალამბერიძემ თხილის წარმოების ხელშეწყობის  პროგრამის დეტალები  სამეგრელო-ზემო სვანეთის, გურიისა და იმერეთის რეგიონების, ასევე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს გააცნო.

 

„ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებისთვის ახალი პროგარმის შესახებ ამომწურავი ინფორმაციის მიწოდება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან ისინი უშუალოდ არიან ჩართულები პროგრამის განხორციელების პროცესში. თხილის წარმოების ხელშეწყობის ახალი სახელმწიფო პროგრამა ორ ეტაპად განხორციელდება. პირველ ეტაპია პროგრამაში ფერმერების ჩართვა. პროგრამაში  რეგისტრაცია 7 ნოემბერს დაიწყო  და 2023 წლის 31 იანვრამდე გაგრძელდება. მეორე ეტაპზე, რომელიც 2023 წლის გაზაფხულზე დაიწყება, ფერმერებს აგრობარათებზე კუთვნილი დახმარება ჩაერიცხებათ“, - განაცხადა სოფლის განვითარების სააგენტოს რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსმა,  ლაშა შალამბერიძემ.

 

თხილის წარმოების ხელშეწყობის   სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, ყველა ფიზიკური პირი, რომელსაც 0,2 - 3 ჰექტარი თხილის ფართობი აქვს საკუთრებაში ან/და ფაქტობრივ მფლობელობაში მიიღებს, 1 ჰექტარზე დაანგარიშებით, 500 ლარის ოდენობით დახმარებას. დახმარება ქულების სახით გაიცემა და ფერმერებს აგრობარათზე დაირიცხებათ.

 

3 ჰექტრის ან მეტი თხილის ფართობის მქონე ფერმერები მიიღებენ შეღავათებს და შეძლებენ ისარგებლონ შეღავათიანი აგროკრედიტით საბრუნავი საშუალებებისთვის. სახელმწიფო სესხის 8%-ს დააფინანსებს.

 

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930