გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ბაქარ მახარაძე: ქუთაისის საკრებულოს ოპოზიციონერი წევრები მოიხმარენ არა მარტო საწვავს, არამედ ადმინისტრაციულ რესურსსაც

8-11-2022

სამწუხაროდ ჩვენი საკრებულოს ოპოზიციონერი წევრები მოიხმარენ არა მარტო საწვავს, არამედ ადმინისტრაციულ რესურსსაც, რომელიც მოქალაქეების გადასახადებიდან არის შემოსული - ამის შესახებ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარე ბაქარ მახარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

 

მისი თქმით, ეს არის ნათელი დადასტურება, თუ როგორ არამიზნობრივად მოიხმარს ოპოზიცია ჩვენი თანამოქალაქეების გადასახადებს.

 

„როდესაც ისინი არ ესწრებიან საკრებულოს სხდომებს, ფაქტიურად დაკარგულია მათი ამომრჩევლის ხმა. დემოკრატიული პროცესების განვითარებისთვის საჭიროა ოპოზიციის მონაწილეობა ადგილობრივი თვითმართველობის განხორციელების პროცესში. აქედან გამომდინარე, მოვუწოდებ ჩემს კოლეგებს, როდესაც მოვიხმართ მოქალაქეების გადასახადებს და ადმინისტრაციულ რესურსს, ყველა ჩვენთაგანმა შევასრულოთ ჩვენი ფუნქცია, რადგან ეს აუცილებელია ჩვენი ქალაქის და მოქალაქეებისთვის“ - განაცხადა ბაქარ მახარაძემ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930