გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები უცხოური პრესა
„gazeta.ru“: დაეკავებინა თუ არა დამრღვევი ქალბატონი, ქართველმა პოლიციელმა „არიოლ-რეშკა“-თი გადაწყვიტა

16-07-2018

რუსულმა გამოცემამ, „gazeta.ru“ გამოაქვეყნა მასალა, რომლის თანახმადაც, ქართველმა პოლიციელმა იმის გადასაწყვეტად, დაეკავებინა თუ არა დამღვევი ქალბატონი, „არიოლ-რეშკა“ ააგდო.


სინამდვილეში კი, რუსულმა გამოცემამ ამერიკულ "ჯორჯია"-ში მომხდარი ინციდენტი ჩვენ, საქართველოს (ანუ "გრუზიას") მოგვაწერა.


კერძოდ, "როიტერმა" გამოაქვეყნა ინფორმაცია, რომ ჯორჯიელმა პოლიციელებმა გზაზე მოძრაობის წესების დამრღვევი ქალი გააჩერეს (იგი სველ გზაზე 130 კმ. სიჩქარით მოძრაობდა), მაგრამ ვერ შეთანხმდნენ დაკავება-არდაკავებაზე და ამიტომ საბოლოოდ სიტუაცია მონეტის აგდებით (ანუ ე.წ. "ორიოლ-რეშკა"-თი) გადაწყვიტესო.


რუსულმა გამოცემამ კი დაწერა"გრუზინსკიე პოლიცეისკიე...", თან ქართული პოლიციის მანქანის ფოტოსურათით.


ინგლისურენოვან ტექსტში ატლანტაც არის მოხსენიებული და საინტერესოა, ეს რუსი ჟურნალისტის უნებლიე შეცდომა იყო თუ რაიმე მიზანმიმართული ქმედება.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930