გაიგე განსხვავებული

ოთხშაბათი, აგვისტო 13, 2025
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
გია ცაგარეიშვილი: რატომ უნდა დავიჯერო ბატონი კუბილიუსის გულწრფელობის, რომელიც ზეწოლას ახდენს ელჩზე, ეს უკვე ძალიან დიდი დიპლომატიური სკანდალია

9-11-2022

რატომ უნდა დავიჯერო ბატონი კუბილიუსის გულწრფელობის, რომელიც ზეწოლას ახდენს ელჩზე, ერევა დამოუკიდებელი ქვეყნის საშინაო საქმეებში, დევნის ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტს, რომელიც სავარაუდოდ მისთვის მაამებლურ განცხადებებს არ აკეთებდა - განაცხადა უმრავლესობის წევრმა გია ცაგარეიშვილმა ევროპის ბიზნეს-ასოციაციის დამფუძნებლის და ყოფილი აღმასრულებელი დირექტორის დევიდ ლის განცხადების კომენტირებისას.

 

მისი თქმით, ელჩზე ზეწოლა უკვე ძალიან დიდი დიპლომატიური სკანდალია.

 

„რატომ უნდა დავიჯერო ბატონი კუბილიუსის გულწრფელობის, რომელიც ზეწოლას ახდენს ელჩზე და ეს უკვე ძალიან დიდი დიპლომატიური სკანდალია, რბილად რომ ვთქვათ, ერევა სუვერენული, დამოუკიდებელი ქვეყნის საშინაო საქმეებში, დევნის ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტს, რომელიც სავარაუდოდ მისთვის მაამებლურ განცხადებებს არ აკეთებდა, არ აქებდა და ადიდებდა ან მიხეილ სააკაშვილს, ან ნაციონალურ მოძრაობას“ - განაცხადა გია ცაგარეიშვილმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აგვისტო 2025    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031