10-11-2022
კეზერაშვილთან შეკითხვები შეიძლება ჰქონდეს დამოუკიდებელ სასამართლოს. ფულის შოვნის გარდა მსმენია ბიზნესთან მის დამოკიდებულებაზე, რომ საგადასახადოში როცა იყო პრობლემებს უქმნიდა სხვადასხვა ბიზნესებს- ამის შესახებ პარტია „გირჩი-მეტი თავისუფლებისთვის“ ლიდერმა, ზურაბ ჯაფარიძემ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა.
როგორც ჯაფარიძემ აღნიშნა, კეზერაშვილი, როგორც პოლიტიკური ფაქტორი უხერხულობას არ უქმნის.
მისივე თქმით, გაუგია, რომ ბიზნესები აქვს მიტაცებული, თუმცა როგორც თავად აცხადებს ახლა მიზანი ბევრად უფრო მნიშვნელოვანია.
„გამიგია, რომ რაღაც ტიპის ბიზნესები იყო, რაც მიისაკუთრა, რაღაც ეგეთი. მსმენია გულისხმობს, რომ რაღაც წაკითხული მაქვს, რაღაც მოსმენილი მაქვს, რა თქმა უნდა ეგეთი ინფორმაციები ბევრი ყოფილა მასთან მიმართებაში. ხელის ჩამორთმევაზე არ არის საუბარი, მაგრამ კი, ახლა მიზანი არის ბევრად უფრო მნიშვნელოვანი.
ახლა მიზანი არის, რომ ყველა ერთად გავერთიანდეთ იმიტომ, რომ ამ სისტემის დამარცხება სხვანაირად შეუძლებელია და ყველაფერზე მაღლა უნდა დავდგეთ“- განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.
16-11-2024
16-11-2024