გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
შალვა თადუმაძე: ჩემი დიპლომით ორ მილიარდელსა და ათეულობით გენერალს ვემსახურებოდი

16-07-2018


მთავარი პროკურორობის კანდიდატის შალვა თადუმაძის განცხადებით, მან უმაღლესი სასწავლებლები საქართველოში დაამთავრა და შესაბამისი დიპლომები მიიღო.

მისივე თქმით, დოკუმენტებით, რომლებიც ქართული სასწავლებლების დასრულების შემდეგ მიიღო საქართველოში მცხოვრებ ორ მილიარდელსა და ათეულობით გენერალს ემსახურებოდა.

ამის შესახებ თადუმაძემ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე დეპუტატ ენძელა მაჭავარიანის იმ კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომელიც მის განათლებას ეხებოდა.

„არცერთ შემთხვევაში არ ვაპირებდი ჩემს განათლებასა და დიპლომზე ლაპარაკს, რომ არა ქალბატონ ენძელას მიმართ ჩემი ღრმა პატივისცემა.

მე დავამთავრე 1994-2000 წლებში ის უმაღლესი სასწავლებლები, რომლებიც ლეგალურად საქართველოში არსებობდა და მივიღე განათლების დამადასტურებელი ის  დოკუმენტები, რომელსაც გასცემდა ეს სასწავლებლები. ამ ქვეყანაში ამ დროს ცხოვრობდა 2 მილიარდელის ოჯახი და ორივე მილიარდელს ამ დიპლომით ვემსახურებოდი. რამდენიმე ათეულ გენერალს ვემსახურებოდი, როგორვ ადვოკატი,  შორის ერთი არის პარლამენტის დარბაზში. ამ დიპლომით მე შევძელი, რომ 6 წელი მემუშავა საკანონმდებლო ინიციატივებზე მთავრობის ნაწილში და 6 წლის განმავლობაში ყველა პოლიტიკურ გუნდს, რომელიც პარლამენტში მოხვდა, ჰქონდა შესაძლებლობა, მონაწილეობა მიეღო იმ კანონების განხილვაში, რომელსაც მე ვწერდი ან პირადად ვიღებდი მონაწილეობას მათ განხილვაში“- განაცხადა თადუმაძემ.

შეგახსენებთ, რომ მთავარი პროკურორის პოსტზე დღეს შალვა თადუმაძეს პარლამენტში კენჭი უნდა უყარონ.

 

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031