10-11-2022
„სანამ სხვებს რამეს მიუთითებდეთ და ეცდებოდეთ მათ სახელმწიფო ინსტიტუტებში ჩარევას უპირველესად საკუთარი გაასწორეთ!“ - წერს ექსპერტი ედიშერ გვენეტაძე სოციალურ ქსელში.
ექსპერტი აშშ-ის კონგრესში გამართულ შუალედური არჩევნების წინასწარი დასკვნებს ეხმიანება და აღნიშნავს, რომ რაც ისედაც ცნობილი იყო ეუთო-ს მეშვეობით გამომზეურდა და საყოველთაოდ ცნობილი გახდა! სახელდობრ შავით თეთრზე იქნა დაწერილი და ხმამაღლა ნათქვამი, რომ იმას რასაც ჰქვია მოსყიდვა, ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება, კარუსელები თავად ჰქონიათ უხვად, მომეტებულად და სისტემურად!
მისივე თქმით, ასე დამართა გადაგვარებულმა ლიბერალურ-დემოკრატიამ ნეოლიბერასტიზმმა ამერიკის შეერთებულ შტატებს!
„სახარებისეულია- "სხვის თვალში ბეწვს ხედავდა და საკუთარში დირესაც კი ვერაო"! ასე დამართა გადაგვარებულმა ლიბერალურ-დემოკრატიამ ნეოლიბერასტიზმმა ამერიკის შეერთებულ შტატებს! ეს შეფასება ამერიკის 8 ნოემბრის შუალედურ არჩევნებზე დადო უდიდესმა ავტორიტეტილმა საერთაშორისო ორგანიზაცია ეუთო-მ! რაც ისედაც ცნობილი იყო ეუთო-ს მეშვეობით გამომზეურდა და საყოველთაოდ ცნობილი გახდა!
სახელდობრ შავით თეთრზე იქნა დაწერილი და ხმამაღლა ნათქვამი, რომ იმას რასაც ჰქვია მოსყიდვა, ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება, ბიულეტენებით მანიპულირება, გაყალბება, კარუსელები თავად ჰქონიათ უხვად, მომეტებულად და სისტემურად! და ბოლოს გაუგონარი ამბავი ამ არჩევნებზე ცოცხლებმა აირჩიეს უკვე კარგა ხანია გარდაცვლილები დეპუტატებად! და არა პირიქით! ამიტომაც ბნო იმანებო სანამ სხვებს რამეს მიუთითებდეთ და ეცდებოდეთ მათ სახელმწიფო ინსტიტუტებში ჩარევას უპირველესად საკუთარი გაასწორეთ! სამართლიანი და დემოკრატიული გახადეთ!“- წერს გვენეტაძე.
16-11-2024
16-11-2024