11-11-2022
ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი იან ლიპავსკი საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრას სოციალურ ქსელ "ტვიტერში" ეხმაურება.
იან ლიპავსკი წერს, რომ საქართველოს ჩეხეთის სრული მხარდაჭერა აქვს.
"მოხარული ვარ საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრით.
ჩვენი ორმხრივი ურთიერთობების გარდა, ვისაუბრეთ საქართველოს ევროპულ მისწრაფებებზე და რეგიონალურ გამოწვევებზე.
საქართველოს ჩვენი სრული მხარდაჭერა აქვს!"-აღნიშნავს ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი.
16-11-2024
16-11-2024