11-11-2022
„არასრულყოფილი“ საარჩევნო სისტემების მქონე „ნაკლებად დემოკრატიული“ სამყარო, აშშ-ში ყოველ ჩატარებულ არჩევნებზე ცდილობს თავისთვის რაღაც ახალი შეისწავლოს, რათა ნაბიჯ-ნაბიჯ მაინც მიუახლოვდეს მაღალ „დემოკრატიულ“ ფასეულობებსა და სტანდარტებს, რომლებიც „ცივილიზებულ“ დასავლურ სამყაროში ყველა მსურველს ასე „ფართოდ“ და „სამართლიანად“ უღებენ კარს“- ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი წერს.
ქართველიშვილი თავის პოსტში მიმოიხილავს ეუთოს დასკვნას, რომელსაც როგორც თავად აღნიშნა, „ანტიამერიკული“ ელფერი დაჰკრავს.
არასრულყოფილი“ საარჩევნო სისტემების მქონე „ნაკლებად დემოკრატიული“ სამყარო, აშშ-ში ყოველ ჩატარებულ არჩევნებზე ცდილობს თავისთვის რაღაც ახალი შეისწავლოს, რათა ნაბიჯ-ნაბიჯ მაინც მიუახლოვდეს მაღალ „დემოკრატიულ“ ფასეულობებსა და სტანდარტებს, რომლებიც „ცივილიზებულ“ დასავლურ სამყაროში ყველა მსურველს ასე „ფართოდ“ და „სამართლიანად“ უღებენ კარს.
დღეს პრინციპში უკვე შეგვიძლია თეზისურად დავყოთ განვლილი ამერიკული არჩევნების ის „მასტერ-კლასი“, რომელიც ასახულია საარჩევნო სადამკვირვებლო „ბაზარზე“ ერთ-ერთი ყველაზე ავტორიტეტული არბიტრის - ეუთო-ს დასკვნაში. რა თქმა უნდა ამ არჩევნებმა ჩაიარა კონკურენტუნარიან გარემოში - და ეს ყველა ჩვენგანს გვაძლევს ოპტიმიზმის საფუძველს. თუმცა, ანგარიში მოიცავს ჩვენთვის რამდენიმე „გაუგებარ“ გარემოებას, რომელსაც აშკარა „ანტიამერიკული“ ელფერი დაჰკრავს და „აგრესიული“ რიტორიკის ელემენტები ახასიათებს, მაგალითად: უნდა გაუმჯობესდესო საარჩევნო სისტემა - გაუგებარია...საუბარი მიდის აშშ-ს სისტემაზე, რაღა უნდა გაუმჯობესდეს უნდა გაიზარდოსო არჩევნებში მონაწილეობის უფლებები - ასევე არ განმარტავენ, რას გულისხმობენ, იმედია ამერიკელები ხვდებიან - რას უნდა გაძლიერდესო არჩევნების უსაფრთხოება - უკვე მეშინია, იმედია არასრულყოფილი უსაფრთხოების პირობებში, არჩევნები მინიმალური მსხვერპლით დასრულდა ხშირად შეურაცხმყოფელი და დამამცირებელიაო საარჩევნო პროცესების გაშუქებისა და კომენტირებისას დეზინფორმაციის დონეო, რომლის წინააღმდეგ შესაბამისი ზომები არისო გამოსაყენებელი - ესეც მორიგი „ძნელად“ დასაჯერებელი ბრალდებაა არჩევნების დროსო დავინახეთო გარემო, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოსო: მუქარა, დაშინება და ძალადობა - ამ „ცილისწამებას“ რითი უპასუხებს შეშფოთებული ნედ პრაისი, არც კი მინდა წარმოვიდგინო საარჩევნო კამპანიაში ჩართული, გადასახადებისგან გათავისუფლებული ორგანიზაციების მხრიდან, ინფორმაციის გამჟღავნების ნაკლებობა ეჭვის ქვეშ აყენებსო საარჩევნო კამპანიის გამჭვირვალობას - ეხლა კი რაღაც “დაუკრეფავში“ გადასვლის მსგავსი ბრალდება ხომ არ არის საარჩევნო მუშაკების წინააღმდეგ ადგილი ჰქონდაო მუქარას და მცდელობებს, შეელახათ ამომრჩეველთა ნდობა საარჩევნო პროცესისადმი მისი სამართლიანობის უსაფუძვლოდ ეჭვქვეშ დაყენების გზით - უსაფუძვლოდ თუ ემუქრებოდნენ და ლახავდნენ, ეს საფუძველი რომ „ჰქონოდათ“, წარმოდგენაც არა მინდა, რას უზამდნენ წინაასარჩევნო მარათონი იყო ძლიერ პოლარიზებულიო და დამძიმებული მკაცრი რიტორიკით, ხოლო ხშირ შემთხვევაში, საარჩევნო ოლქების პარტიულმა გადანაწილებამ შექმნაო არაკონკურენტული საარჩევნო ოლქები - აი ეხლა უკვე კმარა, ტერმინები: „პოლარიზებული“, „მკაცრი რიტორიკა“ და „არაკონკურენტული“ - შეუნახეთ „მესამე სამყაროს განუვითარებელ“ ქვეყნებს ზოგიერთი კანდიდატის და ცნობილი კომენტატორის მხრიდან თან ახლდაო რასისტული და ტრანსფობიური გამონათქვამებიო - რეებს წერთ, რა „ნამუსით“ - არა ამას ნედ პრაისის შეშფოთებაც ვეღარ გადაფარავს , ეს უკვე სახელმწიფო მდივნის მოადგილის თანაშემწის მრჩეველის დონეა, როგორც მინიმუმ თავი იჩინაო სისტემურმა პრობლემებმა, როგორიცაა წინასაარჩევნო მაქინაციები, რომლებიც პოლიტიკოსებს საშუალებას აძლევდა, აერჩიათ თავიანთი ამომრჩევლები, და არა პირიქით, ფულის უსაზღვრო გავლენის მოხდენის გზით საარჩევნო კამპანიაზე - მსგავსი „დისკრიმინაცია“ და „რუსული პროპაგანდა“ მე საქართველოშიც არ შემხვედრია, „შოკში“ ვარ საარჩევნო სისტემაში არსებული ხარვეზები, პოლიტიკაზე ფულის ზემოქმედების გამჭვირვალობას ამცირებსო – (აღშფოთებული ნედ პრაისის ხმით): „აუ, დავაი რა - ვისაც რამე არ მოგწონთ, რუსული გემის მისამართით მწყობრი ნაბიჯებით!!!“ დასასრული - ამერიკული „ჰეპპი ენდის“ გარეშე, კლასიკური ევროპული (ეუთო-ს) კინემატოგრაფის („ორნი ქალაქში“) სტილში...“- წერს ქართველიშვილი Facebook-ზე.
16-11-2024
16-11-2024