16-07-2018
უმრავლესობის დეპუტატი აკაკი ზოიძე, პრემიერ-მინისტრის, მამუკა ბახტაძის გადაწყვეტილებას სოციალურ ქსელში ეხმაურება.
მისი თქმით, მეშახტეთა ხელფასის შენარჩუნებით შახტების დახურვის თაობაზე პრემიერის გადაწყვეტილება მისასალმებელია.
,,ვიზიარებ დაღუპულთა ოჯახების უდიდეს მწუხარებას. მისასალმებელია, რომ პრემიერმა პრაქტიკულად დაუყონებლივ მიიღო საგანგებო ზომა შახტების დახურვის თაობაზე, მანამ სანამ არ მოხდება უსაფრთხოების უმაღლესი სტანდარტის უზრუნველყოფა, მეშახტეთა ხელფასის შენარჩუნებით“- წერს კაკი ზოიძე.
19-12-2024
18-12-2024