გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
სოსო მანჯავიძე: თუ ამ ტრაგედიაში გამოიკვეთება კვალი საბოტაჟის გზით რაიმე პოლიტიკური მიზნის მისაღწევად-უმკაცრესი ზომები უნდა გატარდეს

16-07-2018


საკრებულოს წევრი სოსო მანჯავიძე სოციალურ ქსელში ტყიბულის შახტაში დატრიალებულ ტრაგედიას გამოეხმაურა.


როგორც მანჯავიძე წერს, მომხდარის საფუძვლიანად გამოძიებაა საჭირო, რათა დადგინდეს, რამ გამოიწვია შემთხვევა და ხომ არ არის საბოტაჟის კვალი.  


 

კიდევ ერთი საშინელება მოხდა ტყიბულში.


დაიღუპნენ და დაშავდნენ მშრომელი, წესიერი ადამიანები, ოჯახის მარჩენალი მამები.


არადა, წინა ტრაგედიას სპეციალური კომისია სწავლობდა და ახალი მოხდა.


როგორც მითხრეს, ის ლოკაცია, რომელშიც აფეთქება მოხდა, დახურული უნდა ყოფილიყო.


არ შეიძლება ამან არ აღძრას ლოგიკური ეჭვები, რაზეც უკვე ღიად საუბრობენ ადამიანები.


ამიტომაც საჭიროა მომხდარის საფუძვლიანი გამოძიება და თუ ამ ტრაგედიაში გამოიკვეთება კვალი საბოტაჟის გზით რაიმე პოლიტიკური მიზნის მისაღწევად-უმკაცრესი ზომები უნდა გატარდეს.


იმის მიუხედავად, რას იტყვის ამის შესახებ მესამე სექტორი, რომელიმე ელჩი თუ შახტების მეპატრონეთა პოლიტიკური პარტნიორები“- განაცხადა მანჯავიძემ.


შეგახსენებთ, რომ ტყიბული შახტაში დღეს დილით მომხდარი ტრაგედიის შედეგად 4 მუშა დაიღუპა, 6 კი მძიმედ დაშავდა.


ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031