გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ირაკლი ზარქუა: თუ დადასტურდა, რაც ბატონმა დევიდ ლიმ ბრძანა, ამაზე უნდა იყოს მკაცრი რეაგირება, ვისურვებდი, ევროკავშირის ახალმა ელჩმა ამაზე კომენტარი გააკეთოს

14-11-2022

თუ დადასტურდა, რაც ბატონმა დევიდ ლიმ ბრძანა, ამაზე უნდა იყოს მკაცრი რეაგირება. ვისურვებდი, ევროკავშირის ახალმა ელჩმა ამაზე კომენტარი გააკეთოს - ამის შესახებ უმრავლესობის წევრმა ირაკლი ზარქუამ „იმედი LIVE“-ში განაცხადა.

 

მისი თქმით, კუბილიუსების ზემოქმედებით, საქართველოში ევროკავშირის ელჩი ბატონი ჰარცელი, ძალადობდა განსხვავებული აზრის გამო და იძულებული გახადეს ეს ადამიანი, რომ გადამდგარიყო.

 

„ის რაც მოვისმინეთ ბატონი დევიდ ლისგან, შეგეხსენებთ, ეს არის ბრიტანეთის მოქალაქე, არც „ქართული ოცნების“ წევრია, არც ჩვენი მხარდამჭერია, უბრალოდ საქართველოს მეგობარია და ხელმძღვანელობდა ევროპულ ბიზნეს ასოციაციას, რომლის ამოსავალი და მთავარი ამოცანა ის იყო, რომ ჩვენს ქვეყანაში ევროპული ინვესტიცია შემოეტანა.

 

კუბილიუსების ზემოქმედებით, ბატონი ჰარცელი, რომელიც იყო საქართველოში ევროკავშირის ელჩი, ძალადობდა განსხვავებული აზრის გამო და იძულებული გახადეს ეს ადამიანი, რომ გადამდგარიყო, ფაქტიურად საბოტაჟია, ეს ტრაგედიაა. ვისურვებდი, რომ ევროკავშირის ახალმა ელჩმა ამაზე კომენტარი გააკეთოს. ეს თუ დადასტურდა, რაც ბატონმა დევიდ იმ ბრძანა, ამაზე უნდა იყოს მკაცრი რეაგირება“ - განაცხადა ირაკლი ზარქუამ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930