გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ირაკლი ზარქუა: ნაცმოძრაობაში გადარჩევით გონიათ ახალ მუხტს შეიძენს ეს მოძრაობა, ხალხს გამოიყვანენ, გადატრიალებას მოაწყობენ და შემდეგ ჩაერთვებიან მეორე ფრონტზე, ეს არის დაკვეთა დასავლეთიდან

14-11-2022

რაც არ უნდა მოგვიწოდონ ჩვენმა უკრაინელმა კოლეგებმა, მათ შორის უშიშროების ხელმძღვანელებმა, საქართველო ომში არ ჩაერთვება. ეს არ არის ჩვენი მისწრაფება, ეს არ არის ჩვენს ინტერესებში, საქართველოს მოსახლეობის ინტერესებში - ამის შესახებ უმრავლესობის წევრმა ირაკლი ზარქუამ „იმედი LIVE“-ში განაცხადა.

 

მისი თქმით, ეს საფრთხე, ბუნებრივია, არსებობს. დღემდე კიდევ აქვთ მორიგი მცდელობა, ეს არის დაკვეთა დასავლეთიდან, გარკვეული ჯგუფების მხრიდან.

 

„რატომ ხდება ეს გადარჩევა ნაციონალურ მოძრაობაში, ამით გონიათ რომ ახალ მუხტს შეიძენს ეს მოძრაობა, ხალხს გამოიყვანენ, გადატრიალებას მოაწყობენ და შემდეგ ჩაერთვებიან მეორე ფრონტზე. ეს არის დაკვეთა დასავლეთიდან, გარკვეული ჯგუფების მხრიდან ვინც გითხარით, მათ შორის კუბილიუსები, ფოტიგები, გრეგოროვები, რაისა და ა. შ. არ გამოუვათ, რაც არ უნდა ჩაწერონ ის უსამართლო ჩანაწერი, რომ კეზერაშვილი არის პოლიტდევნილი და პოლიტპატიმარი სააკაშვილი, არ გამოუვათ.

 

უბრალოდ ჩვენ გაგვიჭირდება ძალიან ჩვენ მოსახლეობას ავუხსნათ რომ დიახ, ევროპა არის სამართლიანობა, ევროპა არის კონკურენცია და განვითარება. მე მგონია, რომ ასეთი ფასიანი ლობისტები დროებითი მოვლენაა ევროპულ პოლიტიკაში და მალე წარსულს ჩაბარდებიან“ - განაცხადა ირაკლი ზარქუამ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930