14-11-2022
არატრადიციული და ნორმისაგან გადახრილი ღირებულებების დამკვიდრების წინააღმდეგ ბრძოლა გრძელდება! ამერიკაშიც და ევროპაშიც კონსერვატიული ძალები ძლიერდება, რაც თავის შედეგს აუცილებლად გამოიღებს - ამის შესახებ არასამთავრობო ორგანიზაცია ,,ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისთვის” თავმჯდომარე ნანა კაკაბაძე სოციალურ ქსელში წერს.
კაკაბაძე თავის პოსტში ეხება ამერიკაში ჩატარებულ 8 ნოემბრის არჩევნებს და აღნიშნავს, რომ ეს არჩევნები ფაქტობრივად ნეოლიბერალებსა და კონსერვატორებს შორის გადამწყვეტი ბრძოლის ასპარეზად იქცა.
როგორც კაკაბაძე წერს, ასეთი თავდაყირა, გაუკუღმართებული, პრიმიტიული აზროვნებით უნდათ ნეოფაშისტებს, ქართველ ფსევდოლიბერალებს ხელისუფლებაში დაბრუნება.
“რა გვიჩვენა ამერიკის არჩევნებმა ამერიკის, 8 ნოემბრის არჩევნების საბოლოო შედეგები ჯერ არ დადებულა. როგორც ჩანს, კონგრესში 1-2 ხმის უპირატესობით რესპუბლიკელები იქნებიან უმრავლესობაში, ხოლო სენატში ასეთივე სხვაობით- დემოკრატები. ეს არჩევნები ფაქტობრივად ნეოლიბერალებსა (ჩვენ მათ ფსევდოლიბერალებს ვუწოდებთ) და კონსერვატორებს შორის გადამწყვეტი ბრძოლის ასპარეზად იქცა. აღმოჩნდა, რომ ამერიკაში დღეის მდგომარეობით მხარეებს შორის დაახლოებითი თანაფარდობაა, რაც თანაარსებობას კიდევ უფრო გაართულებს, ვინაიდან ორივე ფლანგს სხვადასხვანაირად ესმით ადამიანის უფლებების არსი. კონსერვატორები მე-20 საუკუნის მეორე ნახევარში საერთაშორისო უფლებადაცვითი ორგანიზაციების მიერ მიღებულ დოკუმენტებში (გაერო, ეუთო, ევროსაბჭო და ა. შ.) დაფიქსირებულ, ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების სტანდარტებს ეყრდნობიან და მათი დაცვის ერთგულები რჩებიან.
ფსევდოლიბერალები ცდილობენ ადამიანის უფლებების ახლებური, საღ აზრს მოკლებული გაგება დაამკვიდრონ როგორც აშშ-ში, ისე მთელ მსოფლიოში. ფსევდოლიბერალებს ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებში ხელოვნურად შემოაქვთ და წინა პლანზე გამოაქვთ ადამიანის ფიზიოლოგიური მოთხოვნილებების პრიმატი. ამ კატეგორიის „უფლებადამცველებისათვის“ პრიორიტეტული აღარაა ის, რაც საერთაშორისო დოკუმენტებითაა განსაზღვრული (თავისუფლება, დამოუკიდებლობა, აზრის გამოხატვა, წამების აკრძალვა და სხვა). ისინი ლგბტ+ქ თემის სექსუალური მოთხოვნილებების აფიშირებას, მათი არატრადიციული სექსუალური მიდრეკილებების ნორმად გამოცხადებას, ბავშვებისათვის სქესის არჩევის თავისუფლებისათვის ბრძოლას, ქალის ქალზე და კაცის კაცზე ქორწინების ლეგალიზაციას, ერთნაირსქესიანთა ოჯახების მიერ ბავშვების აღზრდის უფლების მოპოვებას, ზოგიერთ შემთხვევაში ინცესტისა და პედოფილიის დეკრიმინალიზაციას ცდილობენ.
ადამიანის უფლებათა დაცვის ძირითად დოკუმენტებში არც ერთი მათგანი ფუნდამენტურ უფლებად მოხსენიებული არ არის. ნეოლიბერალები ამ საკითხში კონსერვატორული მიდგომის მომხრეებს ბნელებს, ჩამორჩენილებს, უფლებების დამრღვევებს უწოდებენ, ასეთი „დამრღვევების“ მიმართ ყველაზე მკაცრი სასჯელების დაწესებას მოითხოვენ. მათ არ უნდათ გაიგონ, რომ კონსერვატორები სექსუალური გადახრის მქონე ადამიანებს არც დევნიან, არც ავიწროვებენ, ისინი ასეთი გადახრის ნორმად გამოცხადების წინააღმდეგ ილაშქრებენ და ყველას მოუწოდებენ თავისი ფიზიოლოგიური მოთხოვნილებების დაკმაყოფილებას ნუ გადააქცევენ საჯარო განხილვის საკითხად. კონსერვატორებს სექსუალური ცხოვრების ნიუანსების საჯაროდ გამოტანა მიაჩნიათ გაუმართლებლად ისევე, როგორც სხვა ფიზიოლოგიური მოთხოვნილებების (მოშარდვა, მოსაქმება, ძილი, ჭამა) ან პირადი ჰიგიენის საკითხების საჯარო საგნად ქცევა.
ამერიკის 8 ნოემბრის არჩევნები იყო ადამიანის უფლებების ამ განსხვავებულ მიდგომებსა და გაგებებს შორის კონფლიქტის ასახვა. ცნობილია, რომ აშშ-ს ორი მთავარი პარტიის ლიდერებს (ჯო ბაიდენი და დონალდ ტრამპი) რადიკალურად განსხვავებული პოზიციები სწორედ ამ ზოგადსაკცობრიო ღირებულებებთან მიმართებაში გააჩნიათ. ჩვენ მიგვაჩნია, რომ ტრადიციული ღირებულებებიდან გადახრილთა, მათ გულშემატკივართა წარმატებები ბოლო ათწლეულში განაპირობა, აშშ-ში და მთლიანად დასავლურ სამყაროში საზოგადოების დეგრადირების ტენდენციებმა, როგორც სულიერი, ასევე ეკონომიკური და პოლიტიკური განვითარების კუთხით. ფსევდოლიბარელებმა, ადამიანის უფლებები, ღირებულების ნაცვლად, პოლიტიკური მანიპულაციების იარაღად აქციეს. ამ მიზეზთა გამო, ვგულშემატკივრობდით და ვგულშემატკივრობთ ყოფილი პრეზიდენტის ტრამპის პოლიტიკას. კონსერვატორულ მიდგომებში ვხედავთ ტრადიციული ღირებულებების, ადამიანის უფლებების სწორი კრიტერიუმებისა და სტანდარტების ტრადიციული გაგების გამარჯვების შანსს. ამერიკაში გამარჯვება კი ექოსავით ჰპოვებს გამოხმაურებას მთელ მსოფლიოში და მათ შორის, საქართველოშიც.
ქართველმა ფსევდოლიბერალებმა არც ამჯერად უღალატეს მათთვის დამახასიათებელ გამრუდებულ აღქმებს და აშშ-ს 8 ნოემბრის კონგრესის არჩევნების შედეგები შედეგნაირად შეაფასეს: „ფაქტობრივად, დამთავრდა არჩევნები. დემოკრატებმა სენატში უმრავლესობა შეინარჩუნეს.
წარმომადგენელთა პალატაში როგორც არ უნდა იყოს საბოლოო შედეგები, რესპუბლიკელებმა მინიმალური უპირატესობით გაიმარჯვეს, ნაცვლად ტრიუმფისა, როგორც ამას პროგნოზირებდნენ. ისტორიას საბოლოოდ ჩაბარდა ტრამპი და ტრამპიზმის შემთხვევითი ექსპერიმენტი. ამერიკის დემოკრატია ძლიერია, მათ შორის შეცდომების სწრაფად გამოსწორების კუთხითაც. რესპუბლიკელებს ეყოლებათ პრეზიდენტობის ახალი კანდიდატი. ძლიერი ამერიკა ნიშნავს ძლიერ მსოფლიოს, ძლიერ საქართველოს, გამარჯვებულ უკრაინას და დამარცხებულ რუსეთს. ამიტომაც გვიხარია ყველაფერი კარგი, რაც ამ ქვეყანაში ხდება“ - ასე გამოხატა ქართველ ნეოლიბერალთა სიხარული ნაციონალების სახემ, დეპუტატმა რომან გოცირიხემ. ნიშანდობლივია ფსევდოლიბერალთა პრიმიტიული მიდგომები, რომლებსაც ჰგონიათ, მხოლოდ ტრამპი და ტრამპიზმი განასახიერებენ იმ იდეოლოგიას, რასაც ჰქვია ტრადიციული ღირებულებების დაცვა. ქართველი ნეოლიბერალები ელიან, რომ მათდა სასიხარულოდ ხვალ ჩვენთანაც ჩვეულებრივ მოვლენად, აღვიქვამთ ნორმიდან გადახრილ ქმედებებს, გეი აღლუმს, ბავშვებისთვის სქესის შეცვლის თავისუფლების შეთავაზებას, ერთნაირსქესიანთა ქორწინებას, დედის და მამის ხსენების ნაცვლად მშობლების დანომვრას, ინცენსტს და პედოფილიას, ანუ იმას, რასაც ფსევდოლიბერალები თავისუფლების უმაღლეს გამოხატულებად მიიჩნევენ. ფსევდოლიბერალების პრიმიტივიზმის უმაღლესი გამოხატულებაა რომან გოცირიძის მიერ ზემოთ მოტანილი აზრი, რომ ნეოლიბერალების გამარჯვება ნიშნავს „ძლიერ ამერიკას“, „ძლიერ საქართველოს“ და „გამარჯვებულ უკრაინას“. აქედან გამომდინარე, თურმე აშშ-ში რესპუბლიკელების (ანუ კონსერვატორების) გამარჯვება ნიშნავს სუსტ ამერიკას, სუსტ საქართველოს და დამარცხებულ უკრაინას, ანუ თურმე კონსერვატორები პრორუსები, ანტიუკრაინელები და ანტიქართველები ყოფილან. აი, ასეთი თავდაყირა, გაუკუღმართებული, პრიმიტიული აზროვნებით უნდათ ნეოფაშისტებს, ქართველ ფსევდოლიბერალებს ხელისუფლებაში დაბრუნება. ნაცებისა და მათი მიმდევრების სიხარული ნაადრევია. არატრადიციული და ნორმისაგან გადახრილი ღირებულებების დამკვიდრების წინააღმდეგ ბრძოლა გრძელდება! ამერიკაშიც და ევროპაშიც კონსერვატიული ძალები ძლიერდება, რაც თავის შედეგს აუცილებლად გამოიღებს!”- წერს ნანა კაკაბაძე.
16-11-2024
16-11-2024