გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ირაკლი ღარიბაშვილი აზერბაიჯანის რესპუბლიკის თავდაცვის მინისტრს, ზაქირ ჰასანოვს შეხვდა

14-11-2022

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი აზერბაიჯანის რესპუბლიკის თავდაცვის მინისტრს, ზაქირ ჰასანოვს შეხვდა. 


მხარეებმა ორ ქვეყანას შორის სტრატეგიული პარტნიორობა და სამომავლო თანამშრომლობის დღის წესრიგი განიხილეს. 


ყურადღება დაეთმო მიმდინარე წლის ოქტომბერში, აზერბაიჯანის პრეზიდენტის, ილჰამ ალიევის ვიზიტს საქართველოში. მთავრობის მეთაურის თქმით, ამ ვიზიტმა კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი ქვეყნებს შორის კეთილმეზობლურ და მეგობრულ ურთიერთობებს და არსებულ უდიდეს პოტენციალს, მათ შორის სავაჭრო-ეკონომიკური მიმართულებებით. 


საუბარი შეეხო მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველყოფის მნიშვნელობას ხალხთა კეთილდღეობისა და რეგიონის განვითარებისთვის. პრემიერმა კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ საქართველო მზადაა, მომავალშიც, ყველა შესაძლო გზით, ხელი შეუწყოს დიალოგს ორ მეზობელ ქვეყანას შორის.ყურადღება დაეთმო ირაკლი ღარიბაშვილის მიერ ინიცირებულ „სამხრეთ კავკასიაში სამეზობლოს მშვიდობიან ინიციატივას",  რომელშიც სამხრეთ კავკასიის სახელმწიფოებთან ერთად, საერთაშორისო პარტნიორებიც არიან ჩართულები. 


მთავრობის მეთაურმა აზერბაიჯანის მხარეს მადლობა გადაუხადა ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მტკიცე მხარდაჭერისათვის. 
მხარეებმა მიმოიხილეს თანამშრომლობა დარგობრივ უწყებებს შორის და რეგიონული მნიშვნელობის ინფრასტრუქტურული პროექტები. 


აღინიშნა, რომ 2022 წელი საიუბილეო თარიღია, ვინაიდან საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 30 წელი სრულდება. 


მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას სტუმართა მხრიდან:  აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში  ფაიგ გულიევი და სამედიცინო დეპარტამენტის უფროსის მოადგილე ელჰან იბრაჰიმოვი, ხოლო საქართველოს მხრიდან თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე ესწრებოდნენ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930