გაიგე განსხვავებული

შაბათი, ივლისი 05, 2025
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ლაშა ხუციშვილი ევროპაში საერთაშორისო საფინანსო კორპორაციის რეგიონულ დირექტორს შეხვდა

15-11-2022

საქართველოსა და საერთაშორისო საფინანსო კორპორაციას შორის თანამშრომლობის საკითხები განიხილეს  ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა და საერთაშორისო საფინანსო კორპორაციის (IFC) რეგიონულმა დირექტორმა ევროპაში, რანა კარადშემ.  


შეხვედრას დაესწრნენ ფინანსთა მინისტრის მოადგილეები ეკატერინე გუნცაძე და მირზა გელაშვილი, IFC-ის რეგიონული მენეჯერი სამხრეთ კავკასიაში ივანა ფერნანდეს დუარტე და IFC-ის წარმომადგენელი საქართველოში თეა გიგიბერია.  


საუბარი შეეხო საერთაშორისო საფინანსო კორპორაციის მიერ საქართველოში მხარდაჭერილი პროექტების მიმდინარეობას. ასევე, კაპიტალის ბაზრის განვითარების საკითხებს, მცირე და საშუალო ბიზნესისათვის დაკრედიტებისა და აღნიშნულ სექტორში საინვესტიციო პოტენციალის ზრდის  შესაძლებლობებს.   


შეხვედრაზე ხაზი გაესვა საქართველოში ეკონომიკური ზრდის ტენდენციებს. როგორც აღინიშნა, მიმდინარე წლის 9 თვეში ქვეყნის ეკონომიკურმა ზრდამ 10.2 პროცენტი შეადგინა. ფინანსთა მინისტრმა სტუმარს გააცნო მთავრობის რეფორმების დღის წესრიგი.  


საერთაშორისო საფინანსო კორპორაციის რეგიონულმა დირექტორმა გამოთქვა მზაობა, მომავალში უფრო აქტიურად გაგრძელდეს პარტნიორობა ქართულ მხარესთან საჯარო და კერძო სექტორის განვითარებისთვის.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031