გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
მამუკა ბახტაძე: ჩვენ გვჭირდება შრომის დაცვის მაღალი სტანდარტები

16-07-2018

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, მამუკა ბახტაძის განცხადებით, აუცილებელია რომ ქვეყანაში შრომის დაცვის მაღალი სტანდარტები დამკვიდრდეს.
მისივე თქმით, დადგინდება შესრულდა თუ არა კომპანიის მფლობელების მიერ ის რეკომენდაციები, რომელიც იყო გაცემული.
„მე მინდა სამძიმარი გამოვუცხადო დაღუპულთა ოჯახებს. ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ყველა შახტა დაიხურება. მოქალაქის სიცოცხლეზე მაღლა არაფერი დგას. ეს შახტები იქნება დახურული მანამდე, სანამ არ დასრულდება სრულფასოვნად როგორც სისხლისსამართლებრივი ძიება, ასევე საერთაშორისო ტექნიკური ექსპერტიზა ამ შახტების მდგომარეობასთან დაკავშირებით.
აუცილებლად დავადგენთ შესრულდა თუ არა კომპანიის მფლობელების მიერ ის რეკომენდაციები, რომელიც იყო გაცემული. შესაბამისი დავალებები მიცემული აქვს როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს, ასევე ჯანდაცვის სამინისტროს.
ჩვენ გვჭირდება შრომის დაცვის მაღალი სტანდარტები. როდესაც ვსაუბრობთ, რომ ჩვენი მთავარი მიზანი გახლავთ საქართველოს ევროპული ინტეგრაცია, ეს უნდა ეხებოდეს ყველა სფეროს ადამიანთა უფლებებით დაწყებული მომხმარებელთა უფლებების დაცვით დამთავრებული.
აქედან გამომდინარე, ჩვენ ეს სტანდარტი აუცილებლად უნდა დავამკვიდროთ საქართველოში. უკვე 1-ელი აგვისტოდან შესაბამისი სამინისტრო იწყებს ძალიან მნიშვნელოვან პროგრამას, რომელიც მე იმედდ მაძლევს, რომ ეს პრობლემა საქართველოში ერთხელ და სამუდამოდ დასრულდება“- განაცხადა პრემიერმა.
შეგახსენებთ, რომ ტყიბულის შახტაში ტრაგედიის შედეგად 4 ადამიანი დაიღუპა, 6 კი დაშავდა. საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031