გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ირაკლი ღარიბაშვილი: ჩვენ ჩვენი ქმედებით, ერთგულებით და საქმით დავამტკიცეთ, რომ ევროკავშირის ერთგული პარტნიორი ვართ

15-11-2022

ჩვენ ჩვენი ქმედებით, ერთგულებით და საქმით დავამტკიცეთ, რომ ევროკავშირის ერთგული პარტნიორი ვართ-ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში, ევროკომისარ  ოლივერ ვარჰეისთან ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა. 


პრემიერის თქმით, საქართველოს აქვს უზარმაზარი პოტენციალი, რომ იყოს მწვანე ენერგიის მწარმოებელი.

 
„თქვენ ჩამოთვალეთ პრაქტიკულად ყველა ის პროექტი, რომელზეც ჩვენ გვაქვს სრული თანხვედრა და ჩვენ ვთანხმდებით, რომ ეს არის ის ძირითადი პროექტები, რომლებზეც უნდა მოვახდინოთ ფოკუსირება. ამას გარდა, საქართველოს შეუძლია უფრო მეტად გამოიყენოს საკუთარი პოტენციალი, საკუთარი ადგილმდებარეობა. როგორც ბატონმა კომისარმა აღნიშნა, ჩვენ ჩვენი ქმედებით და წარსული ბოლო წლების დინამიკას თუ გადავხედავთ, ჩვენი ერთგულებით და საქმით დავამტკიცეთ, რომ ევროკავშირის ერთგული პარტნიორი ვართ და შეგვიძლია ვიყოთ, როგორც აღინიშნა, მიმწოდებელი  მწვანე ენერგეტიკის, ელექტროენერგიის.  ჩვენ გვაქვს უზარმაზარი პოტენციალი, რომ ვიყოთ მწვანე ენერგიის მწარმოებელი. გვაქვს ჰიდრო რესურსების გამოუყენებელი პოტენციალი, ქვეყანა ამ ეტაპისთვის დაახლოებით 27%-ს იყენებს. ჩვენ გვაქვს 26 000 მდინარე, ამას გარდა გვაქვს ძალიან ბევრი დიდი შესაძლებლობა ქარის და მზის ენერგიის წარმოების და რა თქმა უნდა ეს ყველაფერი უკავშირდება ამ ჩვენს საერთო პროექტს, რომელიც თქვენ და ჩვენ ერთად აღვნიშნეთ - ეს არის შავი ზღვის ელექტროკაბელის პროექტი. ინტერნეტკაბელი, LNG ტერმინალი და უამრავი სხვა, რომელზეც ჩვენ ყველანი ერთად ვმუშაობდით. ასე რომ, კიდევ ერთხელ, მე მინდა ბატონ კომისარს მადლობა გადავუხადო მისი ვიზიტისთვის. ჩვენ გვექნება გაფართოებული შეხვედრა, უფრო დეტალურად განვიხილავთ ყველა მიმდინარე პროექტს და კიდევ ერთხელ მინდა მას და მის დელეგაციას მადლობა ვუთხრა ჩამობრძანებისთვის",- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.პრემიერ-მინისტრმა ასევე მადლობა გადაუხადა მედიის წარმომადგენლებს.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930