გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ლევან ნიკოლეიშვილი : არ მიაქციოთ ყურადღება კუბილიუსს და მის რამდენიმე თანამოაზრეს - მოისმინეთ რა თქვა ევროკომისარმა ვარჰეიმ, რომელმაც შეაქო ჩვენი მთავრობა და ქვეყანა მშვიდობის, სტაბილურობისა და მაღალი ეკონომიკური ზრდის გამო!

15-11-2022

,,ყველაზე აგრესიული სპიკერი არის კუბილიუსი, რომელსაც არ ადარდებს ჩვენ ქვეყანაში არცმშვიდობა, არც სტაბილურობა. მას ადარდებს ერთადერთი რამ - დაბრუნდეს ხელისუფლებაში რადიკალური ოპოზიცია,” - ასე ეხმიანება ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი კუბულიუსის განცხადებას.

 

როგორც ნიკოლეიშვილი წერს, მნიშვნელოვანია რა თქვა ევროკომისარმა ვარჰეიმ, რომელმაც მთავრობა შეაქო მშვიდობისა და სტაბილურობის გამო.

 

,,დღეს, გაცამტვერებული და გაფარჩაკებული ნაცმედიის ერთადერთი იმედი არის 3-4 ევროპარლამენტარი, რომლებიც თავის დროზე სააკაშვილთან მჭიდროდ იყვნენ დაკავშირებული, არიან მათი ლობისტები და სავარაუდოდ, არიან ვალში ილაპარაკონ ის, რასაც ლაპარაკობენ.

 

სულ ეს არის მოცემულობა. მათ შორის ყველაზე აგრესიული სპიკერი არის კუბილიუსი, რომელსაც არ ადარდებს ჩვენ ქვეყანაში არც მშვიდობა, არც სტაბილურობა. მას ადარდებს ერთადერთი რამ - დაბრუნდეს ხელისუფლებაში რადიკალური ოპოზიცია. ამიტომ მინდა მივმართო ჩვენს თანამოქალაქეებს, არ მიაქციოთ ყურადღება კუბილიუსს და მის რამდენიმე თანამოაზრეს - მოისმინეთ რა თქვა ევროკომისარმა ვარჰეიმ, რომელმაც შეაქო ჩვენი მთავრობა და ქვეყანა მშვიდობის, სტაბილურობისა და მაღალი ეკონომიკური ზრდის გამო!” - წერს ნიკოლეიშვილი.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930