გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
თამთა მეგრელიშვილი: ევროკავშირის გზავნილი მკაფიო და პირდაპირი იყო - დეოლიგარქიზაციის კანონი ვერ მოერგება კონკრეტულ სახელსა და გვარს

15-11-2022

ევროკავშირის ოფიციალური პოზიცია დღეს ევროკომისარმა ოლივერ ვარჰეიმ პრემიერ-მინისტრთან შეხვედრისას გააჟღერა. ევროკავშირის გზავნილი მკაფიო და პირდაპირი იყო - საქართველო საიმედო პარტნიორია! საქართველოს ეკონომიკა ვითარდება, 12 პუნქტიან მოთხოვნებზე აუცილებელია ოპოზიციისა და სახელისუფლებო გუნდის ერთობლივი მუშაობა, დეოლიგარქიზაციის კანონი ვერ იქნება პერსონიფიცირებული - ვერ მოერგება კონკრეტულ სახელსა და გვარს - ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრი თამთა მეგრელიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

 

რაც შეეხება „პოლიტპატიმარ სააკაშვილს და მედიამენეჯერს“, რაზეც ოლივერ ვარჰეის პასუხი იყო - რატომ გგონიათ რომ ამდენი ვიცი?!

 

როგორც თამთა მეგრელიშვილი აღნიშნავს, დასკვნა მარტივია - საქართველოში პოლიტიკური მართლმსაჯულება არ არსებობს - კანონდამრღვევი კანონდამრღვევია.

 

„ევროკავშირის ოფიციალური პოზიცია დღეს ევროკომისარმა ოლივერ ვარჰეიმ პრემიერმინისტრთან შეხვედრისას გააჟღერა. ევროკავშირის გზავნილი მკაფიო და პირდაპირი იყო კერძოდ: საქართველო საიმედო პარტნიორია! საქართველოს ეკონომიკა ვითარდება! 12 პუნქტიან მოთხოვნებზე აუცილებელია ოპოზიციისა და სახელისუფლებო გუნდის ერთობლივი მუშაობა! დეოლიგარქიზაციის კანონი ვერ იქნება პერსონიფიცირებული ( ვერ მოერგება კონკრეტულ სახელსა და გვარს) პოლიტპატიმარი სააკაშვილი და მედიამენეჯერი...(მთავარი არხის მიერ დასმული კითხვა) პასუხი - რატომ გგონიათ რომ ამდენი ვიცი?! მარტივი დასკვნა - საქართველოში პოლიტიკური მართლმსაჯულება არ არსებობს- კანონდამრღვევი კანონდამრღვევია! არანაირი პოლიტპატიმარი პრეზიდენტი და პოლიტპატიმარი მედიამენეჯერი! წერტილი“ - წერს თამთა მეგრელიშვილი Facebook-ზე.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930