16-11-2022
გამოგორდა კალაძე და ჭკუას ასწავლის საზოგადოებას და ოპოზიციას, თან დამცინავად რადიკალურ ოპოზიციასაც არქმევს. ეს ის კალაძეა, რომელმაც 20 წუთში საქართველოს ეროვნულ ნაკრებს ორი ავტოგოლი შეუგდო, რომლის ხელმძღვანელობით, მერია კორუფციაში იხრჩობა და შედეგად, ვაკის პარკში მოზარდი გარდაიცვალა. ეს ის კალაძეა, რომელსაც არანაირი განათლება და კომპეტენცია არ გააჩნია- ამის სესახებ პარტია "პროგრესი და თავისუფლებას" ლიდერი კახა ოქრიაშვილი აცხადებს.
"დღეს ეს კალაძე ქართველებს მასწავლებლად მოგვევლინა. ამგვარი მასწავლებლები არც წარსულში და არც ახლა მოდაში არ არიან. სამაგიეროდ, კალაძე არაფერს ამბობს, როცა რუსეთის მოქალაქე დედას გვაგინებს მარჯანიშვილის მოედანზე, არაფერს ამბობს, როცა ქართველ ჟურნალისტს მანქანით ეჯახებიან. შედეგად, მოხდა საზოგადოების ქოც-ნაწილის „ვაზელინიზაცია“ (როცა შეურაცხყოფას გაყენებენ და შენ ამას ირგებ) და ამ ნაწილს პროტესტი არ გააჩნია რუსეთის ქმედებებზე საქართველოში. აი, ეს არის „ოცნების“ მმართველობის შედეგი და თურმე, ასეთ კაცს რაღაც რეიტინგი აქვს „ოცნების“ ამომრჩეველში.
მე არ ვარ მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი და მისი მმართველობის დროს, ბევრი რამ მომწონდა (ეკონომიკა) და ბევრსაც ვერ ვეგუებოდი (უსამართლობა), მაგრამ ამ რუსს, რომელიც მარჯანიშვილზე გვაგინებდა, დარწმუნებული ვარ, პირადად აგებინებდა პასუხს.
კახი, მოგიწევს პასუხების გაცემა კორუფციულ სქემებთან დაკავშირებით - ვერ გაექცევი პასუხისმგებლობას! "- აცხადებს ოქრიაშვილი.
16-11-2024
16-11-2024