გაიგე განსხვავებული

კვირა, მაისი 04, 2025
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები ქართული პრესა
რა კავშირში არიან დავით კეზერაშვილი და ვანო ნაკაიძე (ფოტო)

16-11-2022

გერმანელმა ჟურნალისტებმა “კვირას” კიდევ ერთი ფოტო მოაწოდეს, რომელიც ე.წ. ქოლცენტრების საქმის ჟურნალისტური გამოძიების ფარგლებშია გადაღებული.
ფოტოზე დავით კეზერაშვილთან ერთად ბიზნესმენი ვანო ნაკაიძე ჩანს.


საინტერესოა, რომ ვანო ნაკაიძეს ეკუთვნოდა სატვირთო გემი, რომელიც 28 ივნისს ბათუმის ნავსადგურში შემოვიდა და რომელზეც ელენე ხოშტარია ამტკიცებდა, რომ მას სანქცირებული რუსული ტვირთი გადაჰქონდა. დასკვნებს საზოგადოება, ალბათ, თავად გამოიტანს.


ცნობისთვის, გუშინ გერმანელმა ჟურნალისტმა, რომელიც ე.წ. ქოლცენტრების, ანუ ევროპელი პენსიონერების მასშტაბური ძარცვის საქმეს იძიებს, “კვირას” მოაწოდა სკანდალური ფოტო, სადაც საქართველოში ოპოზიციის მთავარი დამფინანსებელი, დავით კეზერაშვილი ამერიკელ ყოფილ მაღალჩინოსანთან, კურტ ვოლკერთან ერთად არის გადაღებული.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მაი 2025    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031