გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
მინდელის შახტში დაშავებულთა ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა

17-07-2018

ტყიბულში, მინდელის შახტაში დაშავებულთაგან ორის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. 
ისინი კვლავ თბილისის დამწვრობის ცენტრის რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფებიან. 
რაც შეეხება კიდევ სამ დაშავებულს, რომლებიც ასევე თბილისში არიანმ გადმოყვანილები, მათი მდგომარეობა შედარებით მსუბუქია.
„ორი მათგანი არის საყურადღებო, სხეულის დიდი ფართობის დამწვრობით. რაც შეეხება დანარჩენ სამ პაციენტს, მათთან მსუბუქი და საშუალო დამწვრობაა. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია“- განცხადა ჯანდაცვის მინისტრმა, დავით სერგეენკომ.
შეგახსენებთ, რომ ტყიბულში ტრაგედია გუშინ დილით მოხდა, შედეგად 4 მეშახტე გარდაიცვალა, 6 კი დაშავდა. 

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031