17-11-2022
„ამბობდნენ, რომ ვინც პარლამენტში შევა ის პუფი იქნებაო, გახსოვთ ხომ ეს სასაცილო გამონათქვამი, აი ბატონი პუფი დღეს უკვე თვითონ არის განეიტრალებული და მე მგონი პუფი დარჩება იმ პარტიაში, თვითონ ვეღარ დარჩება“- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, არჩილ თალაკვაძემ გადაცემაში „ღამის კურიერი“ განაცხადა.
წამყვანის მოსაზრებაზე, რომ გარემოება პატარა პარტიებს აიძულებს გაერთიანდნენ ძლიერთან, კერძოდ, „ნაციონალურ მოძრაობასთან“ თალაკვაძე აღნიშნავს, რომ ძლიერთან ისინი გაერთიანდნენ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ და სადამდე მივიდა ეს ყველაფერი ნახეს.
თალაკვაძის თქმით, ოპოზიციურ პარტიებს მომავალი აქვს „ნაციონალური მოძრაობის“ გარეშე.
„საბოლოო ჯამში, გააკოტრეს რეალურად დანარჩენი ოპოზიციური პარტიები და იქამდე მიიყვანეს, რომ საკუთარი ნათქვამების რცხვენიათ იმიტომ, რომ დღეს საპირისპირო რეალობაში არიან. ამიტომ ამ პარტიებს დღეს თუ შანსი აქვს, ეს შანსი არის მომავალში და ნაციონალური მოძრაობის გარეშე“- განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
16-11-2024
16-11-2024