ტყიბულის შახტაში გუშინ მომხდარი ტრაგედიის შესწავლას დღეიდან ექსპერტები დაიწყებენ.
საქმის გამოკვლევაში გერმანელი სპეციალისტებიც ჩაერთვებიან.
შემსწავლელი სამუშაოების აქამდე დაწყება შახტაში უსფრთხოების ნორმებიდან გამომდინარე ვერ მოხერხდა.
„ექსპერტთა ჯგუფი ვერ ახერხებდა ჩასვლას. დღეს დილიდან განაახლებს შრომის ინსპექცია მუშაობას, სადაც მოხდება კონკრეტული ლოკაციის დათვალიერება, რაც მეტი ინფორმაციის ფლობის საშუალებას მოგვცემს,“- განაცხადა შრომის ინსპექციის დეპარტამენტის უფროსმა ბექა ფერაძემ.
შეგახსენებთ, რომ ტყიბულში, მინდელის შახტაში გუშინ მომხდარი ტრეგედიის შედეგად 4 ადამიანი დაიღუპა, 6 კი დაშავდა.