გაიგე განსხვავებული

კვირა, ივნისი 15, 2025
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ირაკლი ღარიბაშვილი კორეის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან, ახლადდანიშნულ ელჩს, თარაშ პაპასქუას შეხვდა

17-11-2022

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი კორეის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან, ახლადდანიშნულ ელჩს, თარაშ პაპასქუას შეხვდა.


მთავრობის მეთაურმა ყურადღება გაამახვილა საქართველოსა და კორეის რესპუბლიკას შორის ორმხრივი და მრავალმხრივი ურთიერთობების განვითარების მნიშვნელობაზე სხვადასხვა მიმართულებით, მათ შორის პოლიტიკურ, სავაჭრო-ეკონომიკურ, საინვესტიციო, კულტურის, საგანმანათლებლო, ენერგეტიკის, საინფორმაციო ტექნოლოგიებისა და ტურიზმის სფეროებში და სამომავლოდ თანამშრომლობის კიდევ უფრო მეტად გაღრმავების იმედი გამოთქვა.


პრემიერ-მინისტრმა თარაშ პაპასქუას ახალ პოზიციაზე დანიშვნა მიულოცა და მომავალ საქმიანობაში წარმატება უსურვა.


თარაშ პაპასქუას დამთავრებული აქვს სამართალმცოდნეობის ფაკულტეტი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში და ამავე უნივერსიტეტში ევროპული კვლევების ინსტიტუტის ევროპათმცოდნეობის ფაკულტეტი. სხვადასხვა პერიოდში მუშაობდა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ცენტრალურ აპარატსა და საქართველოს საელჩოებში - პოლონეთისა და ავსტრიის რესპუბლიკებში, ხოლო 2019 წლიდან დღემდე იყო საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, ვაჭრობის განვითარებისა და საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსი.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ივნისი 2025    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30