გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი: 2022 წელს დაგეგმილ პარამეტრებთან შედარებით, მაღალი ზრდა გვაქვს გადასახადების პრაქტიკულად ყველა სახეობაში

17-11-2022

პარლამენტში 2023 წლის ბიუჯეტის პროექტის წარდგენისას, ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა აღნიშნა, რომ მიმდინარე წელს სწრაფი ეკონომიკური აღდგენა აისახა ფისკალურ მაჩვენებლებზეც.


მისი თქმით, განახლებული ბიუჯეტის მიხედვით, საგადასახადო შემოსავლები მიმდინარე წელს, 2021 წელთან შედარებით, 25,7 პროცენტით გაიზრდება და 16,8 მილიარდს გადააჭარბებს.


„დაგეგმილთან შედარებით, გაზრდილმა საგადასახადო შემოსავლებმა საშუალება მოგვცა ერთი მხრივ, გვეპასუხა გაზრდილ საჭიროებებზე, ხოლო მეორე მხრივ, შეგვემცირებინა დეფიციტი და ვალის დონე. შედეგად, 2022 წელს, ნაცვლად თავდაპირველად დაგეგმილი 4.4 პროცენტიანი დეფიციტისა, ჩვენ გვექნება 3.2 პროცენტიანი დეფიციტი და 2023 წელს ჩამოვცდებით 3 პროცენტიან ლიმიტს, როგორც ამას კანონი და ფისკალური სტაბილურობა მოითხოვს. რაც შეეხება ვალს, ჩვენ უკვე ჩამოვცდით პანდემიამდელ მაჩვენებელს და წლის ბოლოს, ველოდებით 39,5 პროცენტის დონეზე. პოსტპანდემიური პერიოდისთვის არსებული თავდაპირველი პროგნოზებით ასეთი აღდგენის მოლოდინი არ იყო საშუალოვადიან პერიოდშიც კი", - აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა.


მისი თქმით, აღდგენილი ფისკალური სტაბილურობა ქმნის შესაძლებლობას, შემდგომ წლებში მთელი ძალისხმევა მიიმართოს ვალის ხარისხობრივ გაუმჯობესებასა და პორტფელის დივერსიფიკაციაზე.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930