გაიგე განსხვავებული

პარასკევი, ივნისი 27, 2025
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ცოფის დიაგნოსტიკის სფეროს გაძლიერების მიზნით, სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიაში სპეციალისტების გადამზადება მიმდინარეობს

17-11-2022

სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიის ქსელი ცოფის თანამედროვე მეთოდების დანერგვას ახორციელებს. აღნიშნულის ფარგლებში, ქუთაისის ზონალურ-დიაგნოსტიკურ ლაბორატორიაში იგეგმება ცოფის დაავადების დიაგნოსტიკის დანერგვა კვლევის ახალი მეთოდების შესაბამისად.


ამ ეტაპზე, თბილისის ცენტრალურ ლაბორატორიაში, ქუთაისის ზონალურ-დიაგნოსტიკური ლაბორატორიის სპეციალისტებს, ცოფის დიაგნოსტიკის მეთოდიკის შესასწავლად, ტრენინგები უტარდებათ.


გეგმის თანახმად, 2023 წლისთვის, ქუთაისის ზონალურ-დიაგნოსტიკურ ლაბორატორიაში სრულფასოვნად უნდა დაიწყოს ცოფის დაავადების დიაგნოსტიკა, რაც, თავის მხრივ, ხელს შეუწყობს დასავლეთ საქართველოში ცოფის დაავადების ოპერატიულ დიაგნოსტირებას.


აღსანიშნავია, რომ სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიის ქსელში აქტიურად მიმდინარეობს კვლევის მეთოდების დანერგვის და სრულყოფის პროცესი.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ივნისი 2025    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30